რუსეთის შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცებით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “Бук”-ი ქართულ მხარეს უკრაინისგან ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის დაწყების წინ გადაეცა.
როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა “როსიისკაია გაზეტასთან” ინტერვიუში განაცხადა, “კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე აგრესიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მოხვდა”.
“ჩვენი მონაცემებით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ ცხინვალზე შეტევის დაწყების წინ მოხვდა”, - განაცხადა ნოგოვიცინმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მონაწილეობდნენ თუ არა შეიარაღებულ კონფლიქტში უკრაინელები, ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ “მონაწილეობის დამადასტურებელი ფაქტები დამატებით გადამოწმებას საჭიროებს”.
|