პარასკები, 29.03.2024, 08:36
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 9 » საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სპეციალურმა საორგანიზაციო კომისიამ დღეს პირველი სხდომა გამართა
საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სპეციალურმა საორგანიზაციო კომისიამ დღეს პირველი სხდომა გამართა
23:17
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილმა სპეციალურმა საორგანიზაციო კომისიამ დღეს პირველი სხდომა გამართა. სხდომის მონაწილეებმა კონსტიტუციურ კანონპროექტზე იმსჯელეს, რომელიც გენპროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს ერთ უწყებად გაერთიანებას ითვალისწინებს. პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, გენერალური პროკურატურა  იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ხდება. მას სათავეში იუსტიციის მინისტრი ჩაუდგება, რომელიც იმავდროულად გენერალური პროკურორის ფუნქციებს შეითავსებს.   დაგეგმილი რეფორმის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები თავად კონსტიტუციაში და მასთან ერთად "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ", "პატიმრობის შესახებ", "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო ექსპერტიცის ეროვნული ბიუროს შექმნისა და სასამართლო–საექსპერტო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ", "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონებში შედის. ამასთან, ძალადაკარგულად ცხადდება "პროკურატურის შესახებ" მოქმედი ორგანული კანონი, რომელსაც სრულიად ახალი საკანონმდებლო დოკუმენტი ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კონსტიტუციით პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება იყო. 2004 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით კი პროკურატურას სასამართლო ხელისუფლების დაწესებულების სტატუსი ჩამოშორდა, თუმცა დღეის მდგომარეობით, არც კონსტიტუციაში და არც "პროკურატურის შესახებ" კანონში არ არის პირდაპირი მითითება სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში  პროკურატურის დამოუკიდებელი ადგილის თაობაზე. შემუშავებული ცვლილებებით, საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციონალური მოდელი შემდეგნაირად განისაზღვრება: საქართველოს მთავარი პროკურატურა, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები, თბილისის პროკურატურა, საოლქო პროკურატურები, რაიონული პროკურატურები და კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში – სპეციალიზებული პროკურატურები. საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის მორიგი სხდომა ხუთშაბათს გაიმართება. ხვალ კი იურიდიულ კომიტეტში დაიწყება იმ დიდი პაკეტის განხილვა, რომელიც ამ ორი უწყების გაერთიანების შემთხვევაში შემდგომი მოდერნიზაციის პროცესს ითვალისწინებს.
Просмотров: 843 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz