შაბათი, 21.12.2024, 14:53
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » სექტემბერი » 9 » ცოტნე გამსახურდია პროტესტის ნიშნად მეოთხე დღეა შიმშილობს
ცოტნე გამსახურდია პროტესტის ნიშნად მეოთხე დღეა შიმშილობს
14:49

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შუათანა ვაჟი ცოტნე გამსახურდია პროტესტის ნიშნად მეოთხე დღეა შიმშილობს. იგი წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი დაკავება მხოლოდ პოლიტიკური მოტივით არის განპირობებული.

 

როგორც  ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, ცოტე გამსახურდია დღემდე საქართველოში მოქმედ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციების არცერთ წარმომადგენელს, მათ შორის, არც პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს გია არსენიშვილს არ მოუნახულებია.

 

ბექაურის თქმით, გამსახურდია გამოძიებას გარკვეულ ეტაპზე ჩვენება მისცა, მაგრამ წაყენებულ ბრალდებას იგი არ ეთანხმება.

 

გუშინ ცოტე გამსახურდიას თბილისის მერვე საპყრობილეში  ადვოკატი ქეთი ბექაური შეხვდა.  მისი თქმით, გამსახურდია მოითხოვს ჩატარდეს ობიექტური გამოძიება. „ცოტნე გამსახურდია მოითხოვს სასამართლო იყოს საჯარო და გამჭვირვალე, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონტიტუციით და ევროპის საერთაშორისო ნორმებით, სწორედ ეს არის გამსახურდიას შიმშილობის მოტივი“, - უთხრამედიანიუსსქეთი  ბექაურმა.

 

ცოტნე გამსახურდია 2008 წლის 3 სექტემბერს დააკავეს და ბრალი სს კოდექსის 314-315 მუხლებით წაუყენეს, რაც ჯაშუშობას და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მიზნით, შეთქმულებაში მონაწილეობას გულისხმობს და 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ფარული მიყურადღების და თვალთვალის შედეგად მოპოვებული მასალის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315 (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) და 314 (ჯაშუშობა) მუხლებით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ცოტნე გამსახურდია“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, ხოლო საქმის შინაარსის დეტალებს გამოძიება არ ახმაურებს.

 

ცოტნე გამსახურდიას ბრალი ჯაშუშობასა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხში ედება, მან გამოძიებას ჩვენება მისცა და ბრალდებები  უარყო. დუმილის უფლებას არ იყენებს“, - აცხადებს ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი ქეთი ბექაური. ადვოკატის ცნობით, გამსახურდიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

Просмотров: 840 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz