Главная » 2008»სექტემბერი»9 » რუსეთი შესაძლოა, მსოფლიოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან გარიცხონ
რუსეთი შესაძლოა, მსოფლიოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან გარიცხონ
23:09
რუსეთი შესაძლოა, მსოფლიოს პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან გარიცხონ. ბუდაპეშტში გამართულ ევროპის პროფკავშირების რეგიონალური საბჭოს სხომაზე რუსულმა მხარემ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროფკავშირებისთვის დახმარების სახით თანხების გამოყოფა მოითხოვა, რასაც მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მსოფლიო პროფკავშირებიდან რუსეთის გარიცხვის საკითხზე ბუდაპეშტში უკვე იმსჯელეს. რუსეთის გარიცხვის საკითხი საბოლოოდ ევროკავშირის პროფკავშირების თავმჯდომარის ჯონ მუნქსის საქართველოში ვიზიტის შემდეგ გადაწყდება. მუნქსი თბილისში სექტემბრის ბოლოს ჩამოვა.