შაბათი, 21.12.2024, 14:33
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 9 » ჰააგაში ქართულმა მხარემ თავისი არგუმენტები წარადგინა
ჰააგაში ქართულმა მხარემ თავისი არგუმენტები წარადგინა
14:45
დღეს დილით, ჰოლანდიის ქალაქ დენ ჰააგაში, მშვიდობის სასახლეში არსებულმა საერთაშორისო სასამართლომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელის განხილვის სამდღიანი სხდომა გახსნა. მასზე პირველად მასალების წარდგენის უფელება საქართველოს მხარეს მიეცა. თინათინ ბურჯალიანმა სასამართლოს რუსეთის მიერ საქართველოში 1993-2008 წლამდე განხორციელებული ეთნოწმენდის ფაქტები გააცნო.

საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სასამართლოსაგან ითხოვს, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მოსკოვი აიძულოს, შეწყვიტოს ქართველთა გენოციდი და დიკრიმინაცია და აღიაროს რუსეთის მიერ გამხორცილებული ეთნოწმენდა.

- ”პირველი სხდომა პოზიტიურად მიმდინარეობს. ქართუმა მხარემ თავისი არგუმენტები უკვე წარმოადგინა. ახალ სასამართლო რუსეთის მხარის წარმომადგენლის საპირისპირო არგუმენტებს უსმენს” - გვაცნობა ჰოლანდიიდან ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა მარეხ ტოგონიძემ.

მისი თქმით, რუსეთის მხარე არ ეთანხმება ამ არგუმენტებს და იმედოვნებს, რომ ჰააგის სასამართლო ვერ შეძლებს საქართველოს მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

- ”ხვალ მოსმენა ისევ საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლით დაიწყება, შემდეგ ტრიბუნაზე ისევ რუსეთის მხარე წარსდგება და ასე გაგრძელდება სამივე დღის სხდომაზე. ამით შესაძლოა, ჰააგის სასამართლომ საბოლოო ვერდიქტი მართლაც ვერ გამოიტანოს და ამას უფრო დიდი დრო დასჭირდეს. მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამდღიანი სხდომის შედეგად იმას მაინც მივაღწევთ, რომ სასამართლომ აიძულოს მოსკოვი დაუყონებლივ შეწყვიტოს საქართველოში ეთნიკური წმენდა და საშუალება მიეცეთ ლტოლვილებს დაბრუნდნენ საკუთარ ადგილებში”-განაცხადა მარეხ ტოგონიძემ.

მისი თქმით, ჰოლანდიის საინფორმაციო სააგენტოები დიდ ყურადღებას უთმობენ საქართველოს საკითხის განხილვას. მათი ინფორმაციით, საქართველო სასამართლოსაგან იმასაც მოითხოვს, რომ ეთნოწმენდის დადგენის პარალელურად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ლტოლვილთა დაბრუნება შესაძლებელი გახდეს.

სასურველია, რა თქმა უნდა, რომ დევნილ მოსახლეობას ორივე რეგიონში შეექმნას უკან დაბრუნების პორობები. მაგრამ ეს ალბათ, საერთაშორისო დამკვირვებლების კონტროლის გარეშე შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, უფრო სავალალო მდგომარეობაა ცხინვალისა და შიდა ქართლის რეგიონში, სადაც ქართველთა სახლები და კარ-მიდამო დანგრეული და გადამწვარია.

Просмотров: 849 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz