საქართველოსა და უკრაინის მეგობრობას ხელს ვერაფერი შეუშლის და ეს მეგობრობა მომავლშიც გაგრძელდება.
ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ნაშა უკრაინას" დელეგაციის წევრებმა თბილისში ქართველ დეპუტატებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.
შეხვედრის დაწყებისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა უკრაინელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა, რომ მიუხედავად მათ ქვეყანაში არსებული რთული ვითარებისა, მაინც ჩამოვიდნენ საქართველოს მხარდასაჭერად.
მაჭავარიანმა მნიშვნელოვანი უწოდა უკრაინის თანადგომას რუსეთიდან მომდინარე საერთო საფრთხეებთან დაკავშირებით.
სტუმრებმაც ხაზი გაუსვეს თანადგომის მნიშვნელობას. მათი თქმით, მხარდაჭერას საქართველოსგანაც გრძნობენ და ქართველებს ამისთვის მადლობას უხდიან.
ფრაქცია "ნაშა უკრაინას" დელეგაცია ფრაქციის თავმჯდომარე ვიაჩესლავ კირილენკოს ხელმძღვანელობით საქართველოში დღეს ჩამოვიდა. დღესვე იგეგმება ვიაჩესლავ კირილენკოს გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. იგი ქართველ პარლამენტარებს, სავარაუდოდ, უკრაინულად მიმართავს.
|