ოსმა კრიმინალებმა გუშინ კარალეთთან გატაცებული პოლონეთის ცენტრალური ტელევიზიის გადამღები ჯგუფი გაათავისუფლეს.
როგორც ცნოვილია, კრიმინალებმა ჟურნალისტებს მანქანა, ვიდეოაპარატურა, ფული და მობილური ტელეფონები წაართვეს. ჟურნალისტებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.
პოლონელი ჟურნალისტები კარალეთში რეპორტაჟს ამზადებდნენ.