Главная » 2008»სექტემბერი»9 » მიხეილ მაჭავარიანი: "საქართველო და ევროპა რუსეთის მორიგ პროვოკაციებსაც სათანადო პასუხს გასცემენ"
მიხეილ მაჭავარიანი: "საქართველო და ევროპა რუსეთის მორიგ პროვოკაციებსაც სათანადო პასუხს გასცემენ"
23:08
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებებს პროვოკაციულს უწოდებს. მაჭავარიანის თქმით, "როგორც რუსეთს სჩვევია, როგორც კი დაიგულა, რომ საქართველოს ტერიტორია ევროკავშირის მაღალი დელეგაციის წევრებმა დატოვეს, მაშინვე დაიწყო აბსულუტურად არაადეკვატური და ყველანაირი პრინციპებიდან და შეთანხმებებიდან ამოვარდნილი განცხადებების კეთება". "რუსეთი ისევ გააგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს. ეს მოსალოდნელიც იყო და საქართველო და ევროპა ამას სათანადო პასუხს გასცემენ, რაც კიდევ ერთხელ გამოაჩენს, რომ რუსეთი არასაიმედო პარტნიორია და მას ფხიზელი კონტროლი სჭირდება" - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა და აქვე პრეზიდენტ სარკოზის გუშინდელი განცხადების ციტირებაც მოახდინა იმის შესახებ, რომ "არავის აქვს უფლება, მეზობელი ქვეყნის საზღვრები შეცვალოს".