Главная » 2008»სექტემბერი»9 » ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია საქართველოს სამხედრო საჭიროებების შეფასებას შეუდგა
ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია საქართველოს სამხედრო საჭიროებების შეფასებას შეუდგა
23:18
ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია საქართველოს სამხედრო საჭიროებების შეფასებას შეუდგა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა განაცხადა. "საქართველოს, როგორც ნებისმიერ სხვა სუვერენულ სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს პოტენციალი საკუთარი თავდაცვისთვის და ახალი აგრესიის მოგერიებისთვის. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ თბილისში შეფასების ჯგუფი გაგზავნა, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას საქართველოს ლეგიტიმური საჭიროებების დეტალურ შეფასებასა და ჩვენს მოკავშირეებთან თანამშრომლობით საპასუხო ზომების განსაზღვრაში დაეხმარება", - განაცხადა ფრიდმა დღეს სენატის თავდაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ნატო-მ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს რუსეთის შეჭრით მიყენებული ზარალის დადგენაში დაეხმაროს, მათ შორის ქვეყნის თავდაცვისთვის მიყენებული ზარალიც იგულისხმება. გარდა ამისა, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, საქართველოს გაეწიოს დახმარება იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამსახურების აღდგენაში, რომელთა გამართული ფუნქციონირება აუცილებელი ნორმალური საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკური მოქმედებისათვის. ამასთან, ფრიდის თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს ნატო-ს საბჭოს მუდმივი წარმომადგენლები გეგმავენ.