აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში ცალმხრივ მოქმედებებს, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებს არაეფექტურად მიიჩნევს.
ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა გაზეთ ”ნიუ იორკ თაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ”ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში მიაღწიეს შეთანხმებას ხანგრძლივი სტრატეგიული მიდგომის შესახებ”.
- ”ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებელია ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ევროპელებთან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს დრო, კარგად მოვიფიქროთ საპასუხო ქმედებები და რომ არ უნდა მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. თუ აშშ ამ საკითხთან მიმართებაში ფრთხილი არ იქნება, შეიძლება, თავად აღმოჩნდეს იზოლაციაში” - განაცხადა გეიტსმა.
მანვე დასძინა, რომ ”ადმინისტრაციაში არსებობს საერთო აზრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ”.
|