აშშ-ის მხრიდან შავი ზღვის აკვატორიაში ხომალდების შეყვანას რუსეთი პასუხობს და ვენესუელის ტერიტორიულ წყლებში, კარიბის ზღვაში რუსულ სამხედრო ხომალდებს გზავნის. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, რუსეთის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი უკვე გამოეხმაურა და რუსული ხომალდების მისაღებად მზადყოფნა გამოთქვა. კარიბის ზღვაში რუსული ხომალდები 10 ნოემბრიდან შევლენ. აქ ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაა დაგეგმილი. მანევრებში ოთხი რუსული გემი და პირადი შემადგენლობის 1 000 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, ვენესუელის მხრიდან კი წვრთნებში გემები და საბრძოლო თვითმფრინავები ჩაერთვებიან.