Главная » 2008»სექტემბერი»9 » მერაბ ანთაძე: "იარაღი, რომელიც ქართველმა სამხედროებმა გამოიყენეს, აბსოლუტურად ლეგალური გზით არის შეძენილი"
მერაბ ანთაძე: "იარაღი, რომელიც ქართველმა სამხედროებმა გამოიყენეს, აბსოლუტურად ლეგალური გზით არის შეძენილი"
18:02
იარაღი, რომელიც ქართველმა სამხედროებმა შეირაღებული დაპირისპირების დროს გამოიყენეს, აბსოლუტურად ლეგალური გზით არის შეძენილი. ამის შესახებ დღეს კიევში გამართულ ბრიფინგზე უკრაინაში საქართველოს ელჩმა მერაბ ანთაძემ განაცხადა. "იქედან გამომდინარე, რომ თავად საქართველო იარაღს არ აწარმოებს, ხდება მისი შესყიდვა სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის – უკრაინიდანაც და ამ საკითხში საქართველო ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობს", - განაცხადა ანთაძემ. შეგახსნებთ, რომ მოსკოვმა კიევი თბილისის სამხედრო მხარდაჭერაში არაერთხელ დაადანაშაულა.