საქართველო აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის დოკუმენტს ამზადებს
18:10
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის დოკუმენტს ამზადებს. ამის თაობაზე განცხადება პრეზიდენტმა დღეს თელავში, ერეკლე მეორეს სახლ-მუზეუმის ეზოში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. მისივე თქმით, წელს სახელმწიფო ყურძნის მოსავლის რეალიზაციის საქმეში მევენახეების დასახმარებლად 8 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდიას გამოყოფს. ღვინის ქარხნები კი ერთ კილოგრამ შავ ყურძენს 25 თეთრად, თეთრ ყურძენს კი - 15 თეთრად ჩაიბარებენ. სააკაშვილმა ასევე ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. "თუ სამი თვის წინ დასავლეთის ელჩები ამბობდნენ, საქართველოსთვის სად გვცალიაო, დღეს ამერიკის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატისთვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ საქართველოა", - განაცხადა პრეზიდენტმა.