პარასკები, 26.04.2024, 16:55
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 7 » ადრე თუ გვიან, რუსეთი იძულებული იქნება 12 აგვისტოს შეთანხმება შეასრულოს
ადრე თუ გვიან, რუსეთი იძულებული იქნება 12 აგვისტოს შეთანხმება შეასრულოს
01:03
საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ხელმძღვანელობით ევროკავშირის წარმომადგენელთა 8 სექტემბრისათვის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის სავარაუდო შედეგებზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესებზე და რუსეთის გარდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პერსპექტივებზე "ინტერპრესნიუსი" ექსპერტ ზურაბ დავითაშვილს ესაუბრა. _ ბატონო ზურაბ, რამდენიმე დღეში საფრანგეთის პრეზიდენტი სარკოზი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარი სოლანა, ევროკომისიის თავმჯდომარე ბაროზო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კუშნერი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს შეხვდებიან და მოსკოვს 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებას მოსთხოვენ. იმ პოზიციებისა და განცხადებების გათვალისწინებით, რომელსაც რუსეთის პირველი პირები საქართველოში განვითარებულ პროცესებზე აკეთებენ, თქვენი აზრით, რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს ევროკავშირის წარმომადგენელთა ვიზიტი რუსეთის დედაქალაქში?
_ ვიზიტის ცალსახად შედეგიანობაზე საუბარი ძნელია. ვიზიტის მიზანი აშკარაა, დაითანხმონ რუსეთი შეასრულოს შეთანხმებით გათვალისწინებული ის ვალდებულებები, რომელსაც სარკოზის ძალიხმევით მედვედევმა და სააკაშვილმა ხელი მოაწერეს.
რუსეთი თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს ხელმოწერილ დოკუმენტს და თვლის, რომ სარკოზი შეცდომაში შეიყვანა მიხეილ სააკაშვილმა და მან შეცვალა შეთანხმების მთავარი აზრი და ამჯერად, საქართველო თავად არღვევს შეთანხმებას. ამიტომ 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებაზე რუსეთის დათანხმება ადვილი არ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი იძულებული იქნება შეასრულოს შეთანხმებით გათვალისწინებული მუხლები.
_ რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საქართველოს ევაჭრება, განგებ აჭიანურებს თავისი ჯარების ფოთიდან, სამეგრელოდან, სამხრეთ ოსეთის ე.წ. ბუფერული ზონიდან გაყვანას, რომ შემდეგ იგივე დასავლეთს მოსკოვთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებზე საუბარი გაუჭირდეს და გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.
_ სამწუხაროდ, ჯერჯერობით სწორედ ასეა. რუსეთი შეეცდება რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. არ გამოვრიცხავ რუსეთის ზეწოლით ნიკარაგუას მსგავსმა ბანანის რესპუბლიკებმა, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ განსაკუთრებული მტრობა ამოძრავებთ, აღიარონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ეს ცოტა ხანგრძლივი პერსპექტივაა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი შეიძლება მაშინ დაჩქარდეს, თუ რუსეთში კატაკლიზმების მსგავსი პროცესები დაჩქარდა. თუ მოსკოვი იმ პოლიტიკას გააგრძელებს, რომელსაც იგი დღეს ატარებს, არც ესაა გამორიცხული, რადგან შეუძლებელია, რომ მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან დაპირისპირებაში საერთაშორისო სამართლიდან ამოვარდნილმა ქვეყანამ რამე წარმატებას მიაღწიოს და თავად არ დაზარალდეს.
_ რას შეიძლება ნიშნავდეს დსთ-ს ფარგლებში არსებული კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის სასარგებლოდ ერთიანი კონსოლიდირებული პოზიციის შეუმუშავებლობა?
_ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში გაერთიანებული ქვეყნები პრაქტიკულად რუსეთის მორჩილი სახელმწიფოებია. მასში რუსეთის გარდა კიდევ ექვსი სახელმწიფო შედის, რომლებსაც ეშინიათ რუსეთის და იმის, რომ მოსკოვი მათ რამე სერიოზულ ზიანს მიაყენებს. მიუხედავად ამისა, ეს ორგანიზაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებზე რბილი წინადადებით შემოიფარგლა, მათ გამართლებულად არ მიიჩნიეს საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთში განხორციელებული ქმედება, სულ ეს იყო და ეს.
იმით, რომ ამ ქვეყნებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა არ აღიარეს, თავისი თავის დაცვას შეეცადნენ. რუსეთს შეუძლია იგივე ყაზახეთში რუსებს, რომლებიც მოსახლეობის დაახლობით 40%-ია, რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭოს და ეს შემდეგ თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. იგივე შეიძლება ითქვას უზბეკეთზე, სადაც ყარაყალპაყეთის ავტონომიური რესპუბლიკაა და სრულიად შესაძლებელია, რომ მოსკოვმა ეს ფაქტორი ოფიციალური ტაშკენტის წინააღმდეგ აამოქმედოს. უფრო ვფიქრობ, რომ შუა აზიაში არსებულ კორუმპირებულ და ავტოკრატიულ რეჟიმებს რუსეთის მხარდაჭერით უდგათ სული, ამიტომ მოსკოვს ძალიან ვერ შეეწინააღმდეგებიან და ისეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, რომელიც მათივე ქვეყანას მწარედ შემოუტრიალდება.
რომელიმე მათგანმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა შეიძლება რუსეთის ძალიან ძლიერი ზეწოლის ქვეშ ანდა მაშინ აღიაროს, თუ დაინახა, რომ რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლებას ვერ ინარჩუნებს.
_ რუსეთის მიმართ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაჩენილი შიშით უნდა აიხსნას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინისათვის რუსეთის გვერდის ავლით ნაბოკოს გაზსადენის პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმა.
_ ეს გასაგებიცაა, მას შემდეგ რაც რუსეთმა საქართველოში გააკეთა, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ჩემთვის რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება მაინც არალოგიკურად მეჩვენება. საქართველოზე თავისი გაბოროტებული პოზიციით რუსეთი ისეთ ნაბიჯზე წავიდა, რის შედეგებსაც ვერანაირად ვერ გააჩერებს და მალე მასვე თავად ძალიან გაუჭირდება.
სახელმწიფოს აღიარება მუდმივ აღიარებას ნიშნავს და არა ვინმეს დასჯის მიზნით რომელიმე ტერიტორიის დამოუკიდებლობის ცნობას. რუსეთს უკანდასახევი გზა აღარ აქვს. რუსეთში ძალიან სერიოზული ცვლილებები უნდა მოხდეს, დასავლეთმა იმდენად უნდა შეავიწროვოს რუსეთი, რომ რუსეთის ახალმა ხელისუფლებამ თავად თქვას უარი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე.
_ ევროკავშირის მიერ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის მოქმედებაზე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა ჰავიერ სოლანამ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა დასავლეთის მოთხოვნა არ შეასრულა, ევროკავშირი რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრ ნაბიჯებს გადადგამს. სავარაუდოდ, რა ნაბიჯებზე შეიძლება იყოს საუბარი?
_ გააჩნია, რუსეთი როგორ მოიქცევა. თუ რუსეთმა ასეთი პოლიტიკა გააგრძელა და საქართველოს შემდეგ უკრაინაში არსებულ ვითარებაში აშკარად ჩაერია, მაშინ ვფიქრობ, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრ ღონისძიებებს გაატარებს. ევროკავშირი რუსეთს შეზღუდვას დაუწესებს ევროკავშირის ქვეყნებში რუსეთის მოქალაქეების გადაადგილებაზე. რუსეთისათვის ყველაზე მძიმე დარტყმა იქნებოდა ევროპულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების საბანკო ანგარიშების გაყინვა, თუნდაც სოჭის ოლომპიადაზე უარის თქმა.
ამგვარი ღონისძიებების გატარება რუსეთისათვის ძალიან სერიოზული დარტყმა იქნებოდა. ის, რომ ევროკავშირი აუცილებლად გააქტიურდება ენერგომატარებლების მისაღებად რუსეთის გვერდის ავლით სხვა ალტერნატიული წყაროებისა და პროექტების განხორციელებისათვის, უდავოა.
შეუძლებელია, რომ მთელი ევროპა სანახევროდ ერთი ქვეყნის ენერგომატარებლებზე იყოს დამოკიდებული. თავისთავად ნედლეულის მიმწოდებელი ქვეყანა ვერ უკარნახებს ტექნოლოგიების მქონე განვითარებულ ქვეყნებს თავის პირობებს. დასავლეთი რაც ნაკლებად იქნება დამოკიდებული რუსეთზე, უფრო გაუადვილდება მას თავისი პოლიტიკის გატარება რუსეთის მიმართ, რომელიც თავის იმპერიალისტური ამბიციების დაფარვას
Просмотров: 1518 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz