Главная » 2008»სექტემბერი»7 » ამერიკული ხომალდიდან "მაუტ უიტნი" ჰუმანიტარული დახმარების გადმოტვირთვა დასრულდა
ამერიკული ხომალდიდან "მაუტ უიტნი" ჰუმანიტარული დახმარების გადმოტვირთვა დასრულდა
00:41
ფოთში, პორტის გარე რეიდზე ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების საფლაგმანო ხომალდიდან "მაუტ უიტნი" ჰუმანიტარული ტვირთის გადმოტვირთვა დასრულდა. ხომალდის სიდიდს გამო, ის ნავმისადგომზე ვერ მივიდა და გადმოტვირთვის პროცესმა ღია ზღვაში ჩაიარა. 17 ტონა დახმარება უკვე ნავმისადგომზე გადმოტანილია და დღესვე მას საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული რეგიონები მიიღებენ. ტვირთის შემადგენლობაშია პირველადი მოხმარების საგნები და საკვები პროდუქტები. დახმარების გადმოტვირთვას ესწრებოდა ეკონომიკური განვითარების მინისტრი ეკატერინე შარაშიძე. მან დღესვე დაათვალიერა პორტის ნავმისადგომები და ამერიკასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შარაძიძემ ამერიკის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უპრეცედენტო უწოდა