Главная » 2008»სექტემბერი»7 » "რესპუბლიკური პარტია" 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
"რესპუბლიკური პარტია" 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
21:50
"რესპუბლიკური პარტია" 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. "პარტია უარს აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს, ვაკისა და დიდუბის საარჩევნო ოლქებში არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან ვთვლით, რომ საქართველოში შექმნილ ვითარებაში სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმართვა და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია", – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა. ამასთან, უსუფაშვილის განცხადებით, "არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა წამოწევისგან "რესპუბლიკური პარტია" ჯერ კიდევ თავს იკავებს. ამ ძირითადი თემების გარეშე კი, სრულფასოვანი საარჩევნო პოლიტიკური დებატების წარმოება შეუძლებელია".