სამეგრელოში რუსმა ოკუპანტებმა ახალი ბლოკ-საგუშაგო გახსნეს
13:24
სამეგრელოში, მდინარე ჯუმის გადასასვლელ ხიდზე რუსმა ოკუპანტებმა ახალი ბლოკ-საგუშაგო გახსნეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ცნობით, საგუშაგოს გახსნის დროს, თბილისი-სენაკის ცენტრალურ გზის მონაკვეთზე დაკავებული იქნა "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი. ისინი საგუშაგოს გახსნის კადრების გადაღებას ცდილობდნენ, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა იარაღის მუქარით დააკავეს. აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილზე გაეროს წარმომადგენლების გამოჩენის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა და ოკუპანტებმა ჟურნალისტები გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოში რუს ოკუპანტებს შვიდი უკანონო ბლოკ-პოსტი აქვთ გახსნილი, რომელსაც კაპიტალურად ამაგრებენ.