ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ გამოაგზავნონ საქართველოში დამკვირვებლები, თუმცა მათი განთავსების დეტალები ჯერ დამუშავებული არ არის, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანამ 6 სექტემბერს.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა, ”როიტერის” ცნობით, განაცხადა: ”ჩვენ გამოვთქვით მხარდაჭერა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის დამოუკიდებელი მისიის განთავსების თაობაზე” ეუთოს დამკვირვებლების პარალელურად.
მან ამის შესახებ ისაუბრა ჟურნალისტებთან ავინიონში, სადაც საფრანგეთი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრას მასპინძლობდა.
კუშნერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს სრულად პრეზიდენტ მედვედევის მიერ ექვს-პუნქტიანი შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.
ავინიონის შეხვედრა წინ უძღვოდა საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის, ევროკომისიის პრეზიდენტის ჟოზე მანუელ ბაროზოს და ხავიერ სოლანას ვიზიტებს მოსკოვსა და თბილისში, რომელიც 8 სექტემბერსაა დაგეგმილი.
|