Главная » 2008»სექტემბერი»7 » ოპოზიცია "პოლიტიკურ ძალთა ქარტიის" ალტერნატიულ დოკუმენტს ქმნის
ოპოზიცია "პოლიტიკურ ძალთა ქარტიის" ალტერნატიულ დოკუმენტს ქმნის
13:25
გაერთიანებული ოპოზიცია "პოლიტიკურ ძალთა ქარტიას" არ უერთდება და ახალ, ალტერნატიულ დოკუმენტს ქმნის. ამის შესახებ "პირველს" გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელმა ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, დოკუმენტზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს და ის მზად უახლოეს დღეებში იქნება. "როდესაც დოკუმენტი სრულყოფილ სახეს მიიღებს ჩვენ მას ხელისუფლებას გადავუგზავნით, რომელიც ალბათ თავად გადაწყვეტს, მოაწერს თუ არა ხელს ჩვენს მიერ შემუშავებულ დოკუმენტს", - განაცხადა ბესელიამ, რომლისთვისაც დოკუმენტის დეტალები და პუნქტების რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ "საქართველოს პოლიტიკურ ძალთა ქარტიას", რომელიც 5 სექტემბერს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაფორმდა, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები ხელს არ აწერენ.