Главная » 2008»სექტემბერი»7 » აშშ რუსეთთან ბირთვული ენერგეტიკის პროგრამაზე მოლაპარაკებებს წყვეტს
აშშ რუსეთთან ბირთვული ენერგეტიკის პროგრამაზე მოლაპარაკებებს წყვეტს
17:04
აშშ რუსეთთან ბირთვული ენერგეტიკის პროგრამაზე მოლაპარაკებებს წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. "ახლა რუსეთთან ბირთვული ენერგეტიკის სფეროში გაფორმებული ხელშეკრულების განხორციელების დრო ნამდვილად არ არის", - აცხადებს რაისი. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსულმა ტელეკომპანია "ვესტი-24"-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში კონგრესიდან "სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმების პროექტის გაწვევას გეგმავს. ცნობისთვის, ვაშინგტონმა და მოსკოვმა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მაისში გააფორმეს, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ხელშეკრულება განსახილველად კონგრესს გადაუგზავნა.