აფხაზეთს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონა გახდეს და ოფშორულ ”სახელმწიფოდ” იქცეს, განაცხადა თვითგამოცხადებული რეგიონის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
”ჩვენ ამ საკითხს არ ვხსნით და ზუსტად ამისთვის მოვემზადებით,”- იუწყება მის სიტყვებზე დაყრდნობით ”რია ნოვოსტი”.
მან ასევე განაცხადა, რომ სოხუმის სურვილია გახდეს დსთ-ს წევრი.
”ასეთი შესაძლებლობა დიდია,”- განაცხადა მან, ”თუ დსთ-ს წევრები შესაძლებლად ჩათვლიან, ჩვენ შევალთ ამ ორგანიზაციაში”.
საქართველოს ორი თვითგამოცხადებული რეგიონის დამოუკიდებლობა რუსეთმა 26 აგვისტოს აღიარა, თუმცა მოსკოვის ნაბიჯისთვის დსთ-ს არცერთ სხვა წევრს მიუბაძავს.