Главная » 2008»სექტემბერი»7 » 10-14 ნოემბერს რუსეთი და ვენესუელა ერთობლივ საზღვაო სწავლებას გაივლიან
10-14 ნოემბერს რუსეთი და ვენესუელა ერთობლივ საზღვაო სწავლებას გაივლიან
13:23
10-14 ნოემბერს რუსეთი და ვენესუელა ერთობლივ საზღვაო სწავლებას გაივლიან. სწავლება ვენესუელის ტერიტორიულ წყლებში გაიმართება და მასში მონაწილეობას ოთხი რუსული ხომალდი და რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის პირადი შემადგენლობის ათასი ჯარისკაცი, ვენესუელის მხრიდან კი ხომალდები, წყალქვეშა ნავები და სამხედრო ვეტმფრენები მიიღებენ მონაწილეობას. ვენესუელის სამხედრო-საზღვაო ხელმძღვანელობის ოფიციალური წარმომადგენლის კონტრადმირალის სალვატორე კამარატ ბასტიდასის განცხადებით, რუსეთის ხომალდების ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირის გამტკიცებაც არის. "ეს მოვლენა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმდენად, რამდენადაც პირველად ხდება", - აღნიშნა ბასტიდასმა.