Главная » 2008»სექტემბერი»7 » მიხეილ მაჭავარიანი: "ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად არის"
მიხეილ მაჭავარიანი: "ხელისუფლება ოპოზიციასთან დიალოგისთვის მზად არის"
21:51
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება მზად არის ოპოზიციასთან დიალოგისთვის და ყველა იმ საკითხზე შეთანხმებისთვის, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება. აღნიშნული განცხადება მაჭავარიანმა არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ "პოლიტიკურ ძალთა ქარტიის" ალტერნატიული დოკუმენტის შექმნის კომენტირებისას გააკეთა და დასძინა, რომ თუ ხელისუფლებისთვის იქ დაფიქსირებული პუნქტები მისაღები იქნება, მაშინ "ოპოზიციურ ქარტიაზე" სახელისუფლო ხელმოწერაც დაფიქსირდება. "იმ შემთხვევაში თუკი დოკუმენტში ცალსახად იქნება გამოკვეთილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რუსეთის მიერ განხორციელებული საოკუპაციო პოლიტიკის დაგმობა და ორიენტაცია ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაერთიანების შესახებ, მმართველი პარტია აღნიშნულ დოკუმენტს მხარს დაუჭერს", - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.