Главная » 2008»სექტემბერი»7 » გურჯაანის რაიონის მოსახლეობა საკუთარ დეპუტატს 2009 წლის შემოდგომაზე აირჩევს
გურჯაანის რაიონის მოსახლეობა საკუთარ დეპუტატს 2009 წლის შემოდგომაზე აირჩევს
21:52
გურჯაანის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები მომავალი წლის შემოდგომაზე გაიმართება. როგორც დღეს ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც კახეთის გუბერნატორის პოსტზე წარდგენილ გიორგი ღვინიაშვილს, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, დეპუტატის უფლებამოსილება მოეხსნება, მოქმედი საარჩევნო კოდექსით 3 ნოემბერს გურჯაანის რაიონში შუალედური არჩევნების ჩატარება ვერ მოხერხდება. შესაბამისად, გურჯაანელებს საკუთარი რჩეულის გამოვლენა მომავალ წელს მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გურჯაანში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გიორგი ღვინიაშვილმა გაიმარჯვა, რომელიც რამდენიმე დღის წინ კახეთის გუბერნატორის პოსტზეც წარადგინეს.