ორშაბათი, 24.02.2020, 09:27
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 113
Главная » 2008 » სექტემბერი » 7 » გია ცაგარეიშვილი ყოფილი თანაგუნდელების "ყიამყრალობის ატანას" აღარ აპირებს
გია ცაგარეიშვილი ყოფილი თანაგუნდელების "ყიამყრალობის ატანას" აღარ აპირებს
13:24
საპარლამენტო ფრაქცია "ძლიერი საქართველო - ქრისტიან დემოკრატების" წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თანაგუნდელების "ყიამყრალობის ატანას" აღარ აპირებს და ნებისმიერ მათ თავდასხმას უმკაცრესად გასცემს პასუხს. ცაგარეიშვილი არასაპარლამენტო ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს  მოუწოდებს, "საკუთარ  წარსულს გადახედონ და კარგად გაიხსენონ, ერთ დროს ვინ ვის ნავში, ტივში და გემში იჯდა და ვინ წამოასკუპა ქვეყანას თავზე მიხეილ სააკაშვილი". ასეთი განცხადებით პასუხობს დეპუტატი ყოფილი თანაგუნდელების იმ ბრალდებებს, რომელიც მათ პოლიტიკური სუბიექტის მიერ ქარტიაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით გააჟღერეს. ცაგარეიშვილი კი ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს შორის არის, ვინც ორი დღის წინ გაფორმებულ დოკუნეტზე საკუთარი ხელმოწერაც დააფიქსირა. "დავით უსუფაშვილი ერთ-ერთ სტატიაში ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლა დღეს არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება და რომ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიტინგებისა და მანიფერტაციების მოწყობა. იგივე აზრს ავითარებს ბატონი ძიძიგურიც თავის საგაზეთო ინტერვიუში. ეს რომ მე მეთქვა, შეიძლება ჩავექოლე და ქვეყნიდან გავეგდე კიდეც ე. წ. ოპოზიციონერებს. უკიდურესად დაძაბული სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჩემს მიერ გადაგმული შემხვედრი ნაბიჯი რატომღაც ხელისუფლებასთან შეკვრად, ზურგს უკან გარიგებებში შესვლად და ვიღაცის ნავში ჯდომად აღიქმება და თუ იგივეს ძიძიგური და უსუფაშვილი ამბობენ, ეს არაფერს ნიშნავს. მე ძალიან დიდი ხანია ჩუმად ვარ და ახლაც არ მოსულა დრო იმისა, რომ ამ ყიამყრალა ადამიანებს უმკაცრესად გავცე პასუხი, მაგრამ ეს დროც ძალიან მალე დადგება. არცერთ შემთხვევაში ჩუმად არ ვიქნები, რადგან მათი ყიამყრალობის ატანა უბრალოდ ჩემს ყურებს მობეზრდა", - განუცხადა "პირველს" გია ცაგარეიშვილმა, რომელიც არასაპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს "ცოტა გონს მოეგონ, ენას კბილი დააჭირონ და ამ ქვეყნის საკეთილდღეო საქმე აკეთონ". ცაგარეიშვილი რიგი პოლიტიკური სუბიექტის მიერ ქარტიის ხელმოწერაზე უარის თქმას "პარტიული ეჭვიანობით" ხსნის. "ამ ადამინებმა უბრალოდ ვერ გაბედეს ამ ნაბიჯის გადადგმა იმიტომ, რომ ან ერიდებათ და ან ეშინიათ ერთმანეთის", - განაცხადა ცაგარეიშვილმა. მისივე თქმით, "ეს ქვეყანა "კონსერვატორებით" არ იწყება და "ერთიანი საქართველოთი" არ მთავრდება და უახლოს დღეებში დოკუმენტზე ბევრი პოლიტიკური პარტიის ხელმოწერა დაფიქსირდება".
Просмотров: 605 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 1
07.09.2008
ცაგარეიშვილი და მთელი პარლამენტი საქართველოს მტრები არიან.

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2020
Website builder - uCoz