Главная » 2008»სექტემბერი»7 » დიმიტრი მედვედევს ქართველი ხალხის მიმართ "ძმური და თბილი დამოკიდებულება აქვს"
დიმიტრი მედვედევს ქართველი ხალხის მიმართ "ძმური და თბილი დამოკიდებულება აქვს"
18:09
რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს ქართველი ხალხის მიმართ "ძმური და თბილი დამოკიდებულება აქვს". "ქართული ტრაგედიის თანაავტორმა" დღეს მოსკოვის მეტროს ერთ-ერთი ახალი სადგურის "სლავიანსკი ბულვარის" გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ "რუსეთის დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ არ შეცვლილა და ძმური და თბილი რჩება". მან მწუხარება გამოთქვა, რომ ქართველ და რუს ხალხს შორის ასეთი რამ მოხდა და მომხდარში საქართველოს ხელისუფლება დადანაშაულა. "ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ქართველ და რუს ხალხს შორის ასეთი რამ მოხდა, მაგრამ ეს საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებიდან მოდის. იმაზე, რომ საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა, ისტორია თავის აქცენტებს გააკეთებს. ჩვენ ქართველი ხალხის მიმართ ძმური დამოკიდებულება გვაქვს და ამას ვერაფერი შეცვლის", -განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა. მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა კი ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ აღნიშნული სადგურის სამშენებლო ბრიგადა ინტერნაციონალურია და მასში ქართველებიც არიან. აღსანიშნავია, რომ "სლავიანსკი ბულვარის" მშენებელი ბრიგადის მთავარი ინჟინერი, გენერალური დირექტორი და მაღაროს უფროსი ქართველები არიან.