დღეს ექსპლუატაციაში შევიდა რკინის დროებითი კონსტრუქციისაგან დამონტაჟებული ხიდი აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, რაც ქალაქ გორის გვერდის ავლით საავტომობილო მოძრაობას შესაძლებელს ხდის.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადებით, ხიდი 12 დღეში დამონტაჟდა და ის სახელმწიფოს დაახლოებით, 3 მლნ ლარი დაუჯდა. ბრიტანეთში დამზადებული ხიდის კონტრუქციას 100 წლიანი გარანტია აქვს.
ძველი ხიდი გაზაფხულზე, მდინარე ლიახვის ადიდების გამო დაზიანდა და მას შემდეგ ტრასის ეს მონაკვეთი გადაკეტილი იყო. ამის გამო მძღოლებს დღემდე ქალაქ გორის გავლით სიარული უწევდათ.
|