ოთხშაბათი, 24.04.2024, 23:30
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 20 » ინტერნეტფორუმების მიმოხილვა: მასხარები და იღბლიანები
ინტერნეტფორუმების მიმოხილვა: მასხარები და იღბლიანები
15:37
უკრაინა სულ მალე ევროკავშირის წევრი გახდება. მივულოცოთ და სულ კარგი რამეები ვუსურვოთ ამ ხალხს, მაგრამ ყველაფერს იღბალი უნდა. აბა იღბალი და ქუდბედიანობა რომ არა, ტოკარის ცეხიდან ადამიანები პარლამენტში როგორ უნდა ხვდებოდნენ? იღბალი რომ არა, მერე ეს პარლამენტარები როგორ უნდა მინისტრდებოდნენ? იღბალი რომ არა, საქართველოს ნაკრები იტალიასთან 2:0-ზე მეტს რატომ უნდა აგებდეს?

ერთ თვიანი საომარი მდგომარეობის შემდეგ, ქართული ინტერნეტფორუმები როგორც იქნა სრული დატვირთვითა და ახალი ენერგიით ამუშავდნენ. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც ერთგვარი ”შეზღუდვების ნოსტალგია” გაუჩნდათ. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს სტალინის სიკვდილის შემდგომ პერიოდს, როდესაც იმის ნაცვლად, რომ მოქალაქეები ზეიმს მიცემოდნენ, მათში რატომღაც გლოვამ დაისადგურა. რას ვიზამთ, არიან ადამიანები, რომლებსაც ”რკინის ხელი” კეფაში ჯერ არ მოხვედრიათ.

”ქინდერში” ამოსულ არსებას რომ ჰკითხოთ, ახალგორის რაიონი სამხრეთ ოსეთის ახალი დედაქალაქი უნდა გახდეს - რას გიპასუხებს? ამ განცხადებებმა ფორუმელები ნამეტნავად შეაშფოთა.

Armor: ”ალბათ გახსოვთ, რომ სანაკოევის საარჩევნო კამპანიის დროს ”მიუერთდა” ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას. ეგ რომ ქნეს, ძალიან გავმწარდით ოჯახში, მაგრამ.. დედაჩემი სულ იმას იძახდა, წაგვართმევენ მაგ რაიონს ოსები, ეს რა ქნესო... 1986 წელს, დედაჩემს უთხრა ერთმა ვლადიკავკაზელმა ოსმა ქალმა, ”დაიცადეთ, რომ გაგყრით აქედან და გორსაც რომ ავიღებთ, მერე ნახავთო..” ასე ”ზრდიდნენ” ოსებს რუსები. ომის წინ (3-4 თვით ადრე) ერთმა ოსმა დაწერა, ლენინგორში გზის გაყვანას ვაპირებთო... ეს ფრაზა სასაცილოდ არ მეყო. მაშინ ეს წარმოუდგენელი იყო და თურმე რეებს გეგმავდნენ... იცოდნენ, რომ ომი იყო გადაწყვეტილი.

პ.ს. არანაირი შეხება არა აქვს ქსნის ხეობას ცხინვალთან. გზაც არ არის. დეტალური რუქა რომ ნახოთ, საცოდაობაა რა...”

არადა ახალგორში 17 აგვისტოს შევიდნენ რუსები. 5 დღე ფიქრობდნენ, ღირდა თუ არა იქ გაჩერება. როცა დარწმუნდნენ, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ იყო, დააწვნენ იგოეთიდან ლამისყანის გზას. არც ხიდი ააფეთქა ვინმემ და არც ჯარები შეიყვანა ახალგორში, რომელიც არც კონფლიქტის ზონა იყო და არც ბუფერული ზონა და საერთოდ გადაკარგულშია ცხინვალიდან.. გზაც კი არ არის. შესაბამისად, არც რუსეთის მოქალაქეები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა პირობა არაერთხელ დადო, ე.წ. ბუფერული ზონიდან ჯარებს გავიყვანო, ჯერ-ჯერობით საიდანაც მოსულა იქ დაბრუნებას არ ჩქარობს. კულუარული ინფორმაციით, ლიახვის ხეობის სოფლებში ქართველებს თორმეტი ახალი უნიტაზი აქვთ გადამალული და სანამ რუსები იმ უნიტაზებს არ ნახავენ, მანამდე ფეხის მოცვლას არ აპირებენ.

Front National: ”რუსეთი გაიყვანს ბუფერული ზონებიდან ჯარს, მაგრამ 6 აგვისტოს პოზიციებს არ დაუბრუნდება!.. ეს არის მთავარი! ანუ ჩვენი ჯარი და ხალხი ვერ შევა კეხვში, ქურთაში, ერედვში და სხვა სოფლებში.. აი ტყვიავი და კარალეთიც რომ ავითვისოთ ეგეც დიდი დარტყმა იქნება მაგათთვის. მხოლოდ მშვიდობიანად არაფერი წყდება სამწუხაროდ. ნუ თუ ახლა რაღაც სასწაული არ მოხდა დღეს ბუნებრივია მხოლოდ რაღაცაზე შეთანხმდებიან რომლის ნახევარიც ასრულდება ნახევარიც არა...”

აბა ახლა რა ვქნათ? ვისხდეთ, ტელევიზორს ვუცქიროთ და ვიტიროთ? ამას იტალიის პრემიერ-მინისტრი ხომ ისედაც აკეთებს.

დედამიწის ორივე ნახევარსფეროში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ადამიანები, რომლებსაც აქვთ იმის ილუზია, რომ რუსეთი კეთილგონიერებას ოდესმე რაიმე საკითხში გამოიჩენს. რუსეთს მხოლოდ ძალის ეშინია და სწორედ ამას ამბობს. ლეგენდარული ფორუმელი ზარაზა.

- ”რუსეთის კეთილგონიერების იმედი ფუჭი იმედია, რუსეთს მხოლოდ ძალა ესმის და იმას მიელაქუცება, ვინც კოკისპირულად დაასაქმებს თავზე... თუ ევროპა მანჭვა-გრეხას არ მორჩა, არ გამოვა ბევრი არაფერი ამ ვიზიტიდან, დროა სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ და სანქციები დაუწესონ რუსეთის წინააღმდეგ და ალტერნატიულ ენრგოტრასებზე იფიქრონ აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით, ამასთან აზერბაიჯანს დაუჭირონ მხარი რუსეთთან პოლიტიკურ ვაჭრობაში...”

მე ულტრა-ოპტიმისტი ვარ და იმისიც კი მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბენენცუმის ზეგანზე შავი ნისლი ჩამოწვება, არა მხოლოდ აზერბაიჯანი, სომხეთიც მოვა აზრზე და მიხვდება, რომ: ”ასე ცხოვრება არ შეიძლება”. რა მოხდა ხალხო, მაოცნებეთ ცოტა ხანს...

რუსული დიპლომატიური მასხარაობანი გრძელდება. წინა კვირას, როდესაც სარკოზი მოსკოვში მოსალაპარაკებლად ჩავიდა, იღბლიანთა მასხარაობების ახალი ეტაპი დაიწყო.

Dr_Zuzumbo: ”საფრანგეთის პრეზიდენტის კანცელარიის ინფორმაციით, სარკოზისა და მედვედევს შორის მოსკოვის მახლობლად, მაინდორფში გამართულ მოლაპარაკებებზე საკმაოდ დაძაბული მომენტები იყო. იმავე წყაროს მტკიცებით, მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტი დროებით ოთახიდან გავიდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსული დელეგაციის სხვა წევრები შეეცადნენ, დოკუმენტიდან ამოეღოთ ფრაზა, რომ მოსკოვი იღებდა ვალდებულებას, გაეყვანა რუსეთის სამხედრო ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ ხაზზე.

მაშინ სარკოზი ამდგარა და უთქვამს - ”ჩვენ მივდივართ. ეს განხილვას არ ექვემდებარება, ჩვენ არ შეგვიძლია, დავეთანხმოთ ერთი ქვეყნის მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრას”. ამის შემდეგ რუსული დელეგაციის წევრები გავიდნენ დიმიტრი მედვედევის მოსაძებნად, რომელმაც დაბრუნებისთანავე თქვა: ”მოდით, დავწყნარდეთ”. იმავე წყაროს განმარტებით, ამ ინცინდენტის შემდეგ მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევამდე გაგრძელდა”.

მოგენატრათ ჭეშმარიტი ოპტიმისტი კაცის სიტყვების წაკითხვა? გსურთ, რომ გჯეროდეთ უკეთესი მომავლის? მაშინ მოუსმინეთ ფროუმელ DEMETRE III–ს და დარწმუნდებით, რომ რაღაცა არსებობს!

- ”მეგობრებო ნამეტანი პესიმიზმში ვართ გადავარდნილი, რუსეთს ამიერკავკასიას არ გააკონტროლებინებენ, რადგან ეს უახლოეს 50 წელიწდში აღმოსავლეთ ნახევარსფეროში რუსეთის არნახულ გავლენას ნიშნავს, და ხელახალ ”ვარშავსკი დოგოვორს”, ევროკავშირი ისე დაიშლება მიმიქარავს სსრკ-ს დაშლა. ჩვენ არასწორად ვსვამთ თავიდანვე კითხვას: კიდია ევროპას საქართველო? აი ეს არის შეცდომა, საქართველო კიდია, მერე? არ კიდია ტერიტორია სადაც საქართველოა განლაგებული და უახლოეს მომავალში უდიდეს ფულთან არის დაკავშირებული არამარტო ევროპისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის, შესაბამისად ტერიტორიას ვერასდროს ვერ დაიკიდებენ, ამ გეოპოლიტიკური საჩუქრის გაკეთება რუსეთისთვის იქნებოდა არამარტო შეცდომა, არამედ დანაშაული მომავალი თაობების წინაშე!”

თუკი ქართულ ინტერნეტფორუმებზე ბპგ-დ სახეცვლილი ყოფილი პრემიერ მინისტრი ბესო გუგუშვილი გააქტიურდა და აფუთფუთდა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საქმეები მართლა ძალიან ცუდად მიგვდის. გუგუშვილისებრები ხომ სწორედ მაშინ აქტიურდებიან, როდესაც ხვდებიან, რომ ”რაღაც ხდება”.

ბპგ: ”ეროვნულად განწყობილ ქართველობას კარგად ახსოვს, რომ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას, ეროვნული ხელისუფლების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად პუტჩის შემდგომ საქართველო ხელოვნურად გაღვივებული ნაციონალისტური ისტერიის ფონზე ჩათრეული იქნა დამარცხებისათვის განწირულ, „გაყიდულ” სამხედრო კონფლიქტებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში - „აფხაზეთის ხაფანგში” (იხ.: „პრეზიდენტის გაფრთხილება, 1991 წლის 8 ოქტომბერი” და მიმართვა აფხაზეთში ომის დაწყებასთან დაკავშირებით, 1992 წლის 14 აგვისტო). გარკვეული თვალსაზრისით მსგავსი მოვლენები ვითარდება ახლაც... ნაციონალების ანტიეროვნულმა მმართველმა ხროვამ დასავლეთის წაქეზებით ახლა უკიდურესობამდე გააძლიერა ნაციონალისტური ისტერია საქართველოსა და უცხოეთში. დასავლეთი, რომელსაც საკუთარი - ანგარებითი ინტერესები გააჩნია რუსეთის მიმართ - ბოროტად იყენებს რა ქართველობის მისწრაფებას დაიბრუნოს შევერდნაძის ხუნტის მიერ გაყიდული აფხაზეთი და სამაჩაბლო აიძულებს საქართველოს უკიდურესობამდე და სერიოზული დადებითი პერსპექტივის გარეშე გაამწვავოს ურთიერთობა რუსეთთან”

ასეთი ”ჭკუის დამრიგებლები” ბევრი უნდა ჰყავდეს პუტინსა და მედვედევს და მაშინ მართლა გვეშველება რაღაც.

სულ ბოლოს კი დიდის კრძალვითა და მორიდებით გეტყვით ერთ-ერთ ცინცხალ ფორუმულ ჭორს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ინგა გრიგოლია პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. Akkai: ”ინგა გრიგოლია, მომავალი პარლამენტარი? როგორც ამბობენ ჟურნალისტობას თავს დაანებებს და 3 ნოემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარად (ვაკე, დიდუბე , აჭარა..ერთ-ერთ ოლქში) იყრის კენჭს... ჯერჯერობით არაა ცნობილი რომელ პოლიტიკური პარტიას წარადგენს ჯერ კიდევ ჟურნალისტი ინგა გრიგოლია... სავარაუდოთ ალბათ ქრისტიან-დემოკრატებში გაწევრიანდება”.

ქვეყანაში, სადაც სანდრო ბრეგაძე, დათო კირკიტაძე და შალვა ნათელაშვილი პოლიტიკოსებენ, გრიგოლია ვითომ ვისზე ნაკლებია? ევროკავშირის დოქტრინა თუ არა, ”რომ”-ის წინ მძიმე რომ იწერება ეს მაინც რომ ეცოდინება ბოლოს და ბოლოს...

Просмотров: 833 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz