ხუთშაბათი, 25.04.2024, 12:43
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » სექტემბერი » 20 » რამდენი ხანი მოუწევთ დევნილებს ტყუილების მოსმენა
რამდენი ხანი მოუწევთ დევნილებს ტყუილების მოსმენა
15:37
საქართველოს ხელისუფლება ომს მოგებულად აცხადებს, დევნილების პრობლემას გადაჭრილად, საქართველოს ლამის გამთლიანებულად. ყველა მტკივნეული პრობლემა იჩქმალება და იმალება. არადა, კონფლიქტის ზონებში და ზონებთან ურთულესი ვითარებაა.

უცხოელი დამკვირვებლები მოვლენების შეფასებების დროს უფრო და უფრო პირდაპირნი და მკვეთრნი ხდებიან. იმას, რის თქმასაც საქართველოს მთავრობა გაურბიას ევროპაში ღიად და დაუფარვად საუბრობენ.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის თომას ჰამარბერგის აზრით, შესაძლოა, მრავალი წელი გავიდეს მანამდე, სანამ სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობა საკუთარ სახლებს დაუბრუნდება.

- “საქართველოში, ისევე, როგორც კავკასიის სხვა რეგიონებში და ყოფილ იუგოსლავიაში ძველებურად ძალიან ბევრია ადამიანები, რომლებიც იძულებულნი არიან, კონფლიქტების დასრულების შემდეგაც ათწლეულებზე მეტხანს ელოდონ დაბრუნებას”, - აღნიშნა ჰამარბერგმა.

- “აუცილებელია დევნილების დაბრუნების პირობების შექმნა, მატერიალური ბაზის უზრუნველყოფა, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, როცა პოლიტიკური და მატერიალური წინააღმდეგობები გადალახულია, დაბრუნების პროცესი შეიძლება, მაინც ძალიან გართულდეს. ერების ერთმანეთის მიმართ მტრული განწყობების გაფანტვა და გადალახვა ძალზე რთულია. ეს კარგად ჩანს ბოსნიისა და ჰერცოგოვინას მაგალითზეც და ასეთი ტენდენციები შეიძლება, გაწეული ძალისხმევის ჩავარდნას მოწმობდეს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილების დაბრუნება საკუთარ მიწაზე მოხდეს ნებაყოფლობით და არა იძულებით”, - დასძინა ჰამარბერგმა.

კომისარი საქართველოში დევნილების უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობს და შეახსენებს კონფლიქტში მონაწილე ქვეყნებს მათ ვალდებულებას, “საზღვრებს შიგნით გადაადგილებულ პირებს მოგვარების გრძელვადიანი საშუალებები შესთავაზონ, მანამდე კი უზრუნველყონ ისინი სათანადო საცხოვრებელი პირობებით”.

- “შეიარაღებული კონფლიქტები და ეთნიკური ძალადობა კვლავაც აიძულებს ადამიანებს, დატოვონ საცხოვრებელი სახლები და თავშესაფარი უფრო უსაფრთხო ადგილას ეძებონ. მე სულ ახლახანს დავბრუნდი საქართველოდან და იქ უზარმაზარი ჰუმანიტარულ პრობლემებს წავაწყდი. ეს პრობლემები ადამიანების ძალადობრივი გადაადგილებითაა გამოწვეული.

დაზარალებულების დიდი ნაწილი, რომლებსაც შევხვდი, მძიმედ ტრავმირებულია. ამასთან, საქართველოში მყოფი დევნილები ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს განიცდიან, როგორიცაა საწოლები, ლეიბები, ნორმალური საკვები და სამედიცინო დახმარება. მშობლები ნერვიულობენ შვილებზე, რომლებსაც სკოლაში სიარულის საშუალება არ აქვთ”, - აცხადებს ჰამარბერგი.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში შექმნილმა საომარმა მდგომარეობამ იძულებით გადადგილებული პირების ახალი ტალღა გამოიწვია, რომლებსაც, შესაძლოა, ძალიან დიდი დრო დასჭირდეთ საკუთარ სახლებში დაბრუნებისათვის.

კომისარი შეახსენებს კონფლიქტში მონაწილე ქვეყნებს მათ ვალდებულებას, საზღვრებს შიგნით გადაადგილებულ პირებს მოგვარების გრძელვადიანი საშუალებები შესთავაზონ, მანამდე კი უზრუნველყონ ისინი სათანადო საცხოვრებელი პირობებით.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დევნილთა მდგომარეობის შეფასებებში მეტად პირდაპირი იყო, რასაც ვერ ვიტყვით სხვა საერთაშორიოს დამკვირვებლებზე. ცხინვალის რეგიონში გაეროს დელეგაციაც იმყოფება, რომელსაც ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის კაბინეტის დირექტორი სტივენ ტული ხელმძღვანელობს.

გაეროს წარმომადგენლებმა ცხინვალი, ქართული და ოსური სოფლები და შერეული სოფლები დაათვალიერეს. ტულის განცხადებით, ამ ეტაპზე გაეროს დელეგაცია მზად არ არის ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობას შეფასება მისცეს.

Просмотров: 801 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz