ხუთშაბათი, 25.04.2024, 02:32
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 22 » ლელუაშვილი ხელისუფლების გადაწყვეტილებას არასერიოზულად მიიჩნევს
ლელუაშვილი ხელისუფლების გადაწყვეტილებას არასერიოზულად მიიჩნევს
12:12

არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია „ჩვენი  უფლებებისათვის“ არასერიოზულად მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან ანტიკრიზისული საბჭოს შექმნას და აღნიშნულში საპარლამენტო ოპოზიციის ჩართვას.


როგორც  „ჩვენი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა დავით ლილუაშვილიმა განაცხადა, ანტიკრიზისული საბჭოს ძირითადი ამოცანაა, რომ შეიმუშაოს სააკაშვილის მიერ გამოცხადებული „დემოკრატიული რეფორმების“ პრინციპები და სამოქმედო გეგმა. 


„ანტიკრიზისული საბჭოს ძირითადი ამოცანა, რომ შეიმუშაოს სააკაშვილის მიერ გამოცხადებული „დემოკრატიული რეფორმების“ პრინციპები და სამოქმედო გეგმა, საპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობით არის მხოლოდ პიარისთვის გათვალისწინებული ინიციატივა. საინტერესოა, როგორ უნდა განხორციელდეს ფასადისთვის შექმნილი საპარლამენტო ოპოზიციისგან აღნიშნული ამოცანა ანტიდემოკრატიული ხელისუფლების ხელში. ეს ყოველივე ხომ მართლა არასერიოზულია და მხოლოდ პიარზეა გათვლილი. ანტიდემოკრატიული რეჟიმის შემომქმედი სააკაშვილი არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში რეალურად გატარდეს დემოკრატიული რეფორმები“, - განაცხადა ლილუაშვილმა. 


მისი თქმით, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამწყვეტი სიტყვა სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა თქვას. 


„თავის გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას სამოქალაქო საზოგადოებამ. მან უნდა დააფიქსიროს, რომ  აღარ დაუშვებს მმართველი პოლიტიკური ძალისა და სააკაშვილის თავაშვებულობას და ანტიდემოკრატიული რეჟიმის არსებობას ქვეყანაში“, -აღნიშნავს ლილუაშვილი.

კოალიცია უახლოეს ხანებში ამ მიმართულებით წინააღმდეგობრივი კამპანიის დაწყებას გეგმავს.

Просмотров: 899 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz