გუშინ საღამოს სეპარატისტების აგრესიას კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. ზუგდიდის რაიონში ქართველი სამართალდამცავი მოკლეს.
შემთხვევა სოფელ ხურჩაში მოხდა. თავდასხმა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა. შეიარაღებულმა აფხაზმა სეპარატისტებმა ქართული პოლიციის ბლოკ-საგუშაგოს გაუხსნეს ცეცხლი, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. ორმხრივი სროლების შედეგად დაიჭრა ორი და გარდაიცვალა ერთი ქართველი პოლიციელი. უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი თავდამსხმელებს შორის.
|