ხუთშაბათი, 18.04.2024, 06:17
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 22 » გიორგი თარგამაძე შუალედურ არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატებად სკანდალური პირების დასახელებას აპირებს
გიორგი თარგამაძე შუალედურ არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატებად სკანდალური პირების დასახელებას აპირებს
12:16
გიორგი თარგამაძის "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" 3 ნოემბრის შუალედური აჩევნებისთვის საკუთარ მაჟორიტარ კანდიდატებად კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დაპატიმრებული ლევან ჯაფარიძის და ნოდარ მუსერიძის კანდიდატურებს განიხილავს. როგორც "პირველს" პარტიიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ლევან ჯაფარიძის კანდიდატურა - დიდუბის საარჩევნო ოლქში, ნოდარ მუსერიძისა კი ვაკის რაიონში წარსადგენად განიხილება. "ლევან ჯაფარიძე და ნოდარ მუსერიძე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ ჯერ ბრალი წარდგენილი არ აქვთ და შესაბამისად, კანონი მათ კანდიდატებად წარდგენას არ კრძალავს", - აცხადებს "პირველის" ინფორმატორი და დასძენს, რომ ამასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები იურისტებთანაც მიმდინარეობს. ლევან ჯაფარიძე და ნოდარ მუსერიძე კომერციული მოსყიდვის ბრალდებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივლისის ბოლოს დააკავეს. მათთან ერთად ამავე ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი - გიორგი ჯაფარიძე.  გამოძიების ინფორმაციით, ლევან ჯაფარიძეს, გიორგი ჯაფარიძეს და ნოდარ მუსერიძეს თბილისში, კოსტავას #77-ში მდებარე 380 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართის (სარდაფი) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთის შესყიდვა ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომლის პრივატიზაციის მიზნით ეკონომიკის განვითარების სამინისტროში აუქციონი იყო გამოცხადებული. აუქციონში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა შეზღუდული პასუხისმგებლობის ერთ-ერთ საზოგადოებასაც.  შსს-ს ინფორმაციით,  დაკავებულებმა მას აუქციონში მონაწილეობაზე უარის თქმის სანაცვლოდ ქრთამი შესთავაზეს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად წინასწარ ორთვიან პატიმრობაში მყოფი ლევან ჯაფარიძე და ნოდარ მუსერიძე "ახალი მემარჯვენეების" ახალგაზრდული ფრთის აქტივისტები არიან.
Просмотров: 834 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz