Главная » 2008»სექტემბერი»22 » ხურჩაში დაჭრილი ქართველი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება
ხურჩაში დაჭრილი ქართველი პოლიციელის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება
12:15
დღეს დილით სოფელ ხურჩაში კიდევ ორი ქართველი პოლიციელი დაიჭრა. ქართველი სამართლალდამცველები აფხაზების მიერ დატოვებულ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდნენ. დაჭრილებს ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდებათ. წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღსანიშნავია, რომ ნაღმი იმ ადგილიდან 200 მეტრში აფეთქდა, სადაც წუხელ ქართველ სამართალდამცველებზე რუსების ბლოკ-საგუშაგოდან თავდასხმა განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე სოფელ ხურჩასთან მდებარე რუსული ბლოკ-საგუშაგოდან ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ლეიტენანტი რამაზ კიტია ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ სამი პოლიციელი დაიჭრა, მათ შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.