ევროკავშირის დამკვირვებლები საქართველოში ჩამოსვლას უკვე ამ კვირიდან დაიწყებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელმა ჰანს-იორგ ჰაბერმა განუცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირის 200 დამკვირვებელი საქართველოს ოთხ ქალაქში – ფოთში, ზუგდიდში, გორსა და თბილისში უკვე 1 ოქტომბრისთვის განლაგდება. როგორც ჰაბერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა, ”საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნით ევროკავშირი უპრეცედენტოდ სწრაფად მოქმედებს”.