Главная » 2008»სექტემბერი»22 » ბელგიის ატაშე განადგურებულ სამხედრო ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს
ბელგიის ატაშე განადგურებულ სამხედრო ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს
19:58
დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბელგიის თავდაცვის ატაშე, ბრიგადის გენერალი პატრიკ ნოპენსი ეწვია. ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ბაქრაძემ და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა იოსებ ჯიქიამ მიიღეს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურების შესახებ ისაუბრეს. მათ ასევე საქართველოში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საბჭოს ვიზიტსა და ნატო-საქართველოს საბჭოს შექმნის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. ქართულმა მხარემ ბელგიის თავდაცვის ატაშესთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც განიხილა. ბრიგადის გენერლის პატრიკ ნოპენსის რეზიდენცია რუსეთის ფედერაციის დედაქალაქ მოსკოვში მდებარეობს. ის საქართველოში პერიოდულად ჩამოდის და შეხვედრებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელ პირებთან მართავს. ბრიგადის გენერალი პატრიკ ნოპენსს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს პირადად დაათვალიეროს რუსული აგრესიის შედეგად განადგურებული სამხედრო ინფრასტრუქტურა.