პარასკები, 26.04.2024, 17:29
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 10 » რუსი გენერლების მიერ შერცხვენილი გუბერნატორები
რუსი გენერლების მიერ შერცხვენილი გუბერნატორები
21:38
შიდა ქართლის გუბერნატორები და მისი მოადგილეები ჟურნალისტების ცემა-ტყეპით იხვეჭავენ სახელს. ამ მხრივ ყოფილი რწმუნებული მიხეილ ქარელი და მისი მოადგილე მარლენ ნადირაძე ლიდერობდნენ. დღესდღეობით მათ ტრადიციებს ამჟამინდელი რწმუნებული ლადო ვარძელაშვილი და მისი მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი აგრძელებენ. დღეს გვარი ”ჩინჩილაკაშვილი” საქვეყნოდ ცნობილი და პოპულარული გახდა.

ამჟამინდელ გუბერნატორს და მის მოადგილეს ჟურნალისტის და თანაც ადამიანის უფლებათა დაცვისათვის მებრძოლი ორგანიზაციის წევრის შეურაცხყოფისთის ორი საერთაშორისო ორგანიზაცია - წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო კომიტეტი (OMCT) და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია (FIDH) უჩივის.

ჟენევიდან და პარიზიდან საქართველოს პრეზიდენტს და ძალოვან უწყებებს წერილი მისწერეს, დაუყოვნებლივ მოახდინეთ რეაგირება 2008 წლის 1 სექტემბერს კარალეთის საგუშაგოსთან ჟურნალისტზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწლის ფაქტზე. ორივე საერთაშორისო ორგანიზაცია ხელისუფლებას ახსენებს, რომ საქართველო ეუთოს წევრი ქვეყანაა, სადაც ხელისუფლება უნდა ცდილობდეს ადამიანის უფლებათა დამცველების უსაფრთხოებას როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

ვიდრე ხელისუფლება მოიფიქრებს, თუ რა ზომები გაატაროს ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, შევადაროთ ერთმანეთს ვარძელაშვილი და მიხეილ ქარელი.

”დავაი ტანკ ნაზად...!”
მიხეილ ქარელს 2004 წლის კონფლიქტის გაღვივების დროს კონფლიქტის ზონა არ დაუტოვებია და არ გაქცეულა. არამედ, მიუხედავად იმისა, რომ მან რუსულიც კი წესიერად არ იცოდა, გაბედა და რუს მშვიდობისმყოფელს სვიატოსლავ ნაბდზოროვს წინ გადაუდგა და ტანკების ”უხან დახევა” უბრძანა. ცოტა ხანში მიხეილ ქარელმა ნაბდზოროვს რუსული ჰუმანიტარული ტვირთების შემოტანაც აუკრძალა - ჯერ განაბაჟე და მერე შემოიტანეო. მისი ცნობილი გამონათქვამი - ”განბაჟუიწე” სწორედ აქედან მომდინარეობს.

ვარძელაშვილი პირიქით. როდესაც 2008 წლის 12 აგვისტოს ვიაჩესლავ ბორისოვი გორში შემოვიდა და ადმინისტრაციულ შენობას მიადგა, გორში აღარ იყო. ბორისოვს გორში მხოლოდ რამაზ ჩოჩიშვილი დახვდა, რომელიც გუბერნატორის მოადგილეა და საბჭოთა კავშირის პირველი ოლიმპიური ჩემპიონის შოთა ჩოჩიშვილის ვაჟი.. ბორისოვმა ბრიფინგი ჟურნალისტებთან გამართა. მან განაცხადა, რომ ქალაქში ყველაფერი წესრიგშია, წყალიც არის, დენიც არის და ყველაფერი. ოღონდ გუბერნატორი რომ ვერ ნახა, ამაზე ძალიან შეწუხდა და ოფიციალურ თბილისს წარმომადგენლის გამოგზავნა მოლაპარაკების მიზნით სთხოვა.

მიხეილ სააკაშვილმა გუბერნატორის დროებით მოვალეობის შესასრულებლად ალექსანდრე მაისურაძე დანიშნა. ვარძელაშვილი და მისი რამდენიმე მოადგილე მხოლოდ 3 დღის შემდეგ გამოჩნდნენ. გორში დაბრუნებული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შერცხვენილი სახელის ”რეაბილიტაციის” მიზნით ვიაჩესლავ ბორისოვთან დაძმობილდნენ. რწმუნებულის მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი სამსახურებრივი მანქანით ბორისოვს ემსახურებოდა კიდეც. გამგეობის თანამშრომლები ამბობენ, რომ ვიდრე ჩინჩილაკაშვილს ოფიციალურად ”ბორისოვის მძღოლს” შეარქმევდნენ, მანამდე მასთან გადაღებული ფოტოებით ტრაბახობდა. ერთ-ერთი ასეთი სურათი, სადაც ჩინჩილაკაშვილი და ბორისოვი ხელიხელგადახვეულები არიან, ჩინჩილაკაშვილს კომპიუტერის ”დესკტოპზე” ჰქონდა გამოტანილი.

რეკეტიორები
მიხეილ ქარელმა ვარძელაშვილს ბევრი ქონება დაუტოვა ”მემკვიდრეობით”. კერძოდ, ჟურნალისტები არაერთხელ ვამბობდით, რომ ქარელი კერძო მეწარმეებს ქონებას ართმევს და გამგეობის სახელზე აფორმებინებს. ის რაც ქარელმა კერძო მეწარმეებს წაართვა და გამგეობის სახელზე გაოფორმა, ვარძელაშვილმა მშვენივრად გამოიყენა.

მაგალითად, გორის ბაზრობის საქმე შემდეგნაირად გადაწყვიტა. ვარძელაშვილმა ადგილობრივ გაზეთ ”ქართლის ხმას” 2008 წლის აპრილში ინტერვიუ მისცა, რა დროსაც განაცხადა - ”მე ხვალ უნდა შევხვდე ბაზრობის 11 მეწილეს. თუ ისინი დამარწმუნებენ, რომ რამის გამკეთებლები არიან, მაგალითად ქალაქში გააკეთებენ სტადიონებს, სკვერებს, მაშინ დავეხმარები მათ ქონების დაბრუნებაში, თუ არადა მათ ქონების დამადასტურებელი საბუთიც კი არა აქვთ”.

ვარძელაშვილმა ინტერვიუში გაახმაურა ისეთი დეტალებიც, როგორიცაა - პროკურორის მიერ მოსამართლესთან დარეკვის ფაქტი და სასამართლო პროცესის გადადების მოთხოვნა. პროცესი სამოქალაქო საქმეს წარმოადგენდა და მასთან პროკურატურას არანაირი შეხება ჰქონდა. ეს ლადო ვარძელაშვილმა ”ქართლის ხმასთან” ინტერვიუში თქვა. აღნიშნული ინტერვიუს აუდიოჩანაწერი ”ქართლის ხმის” რედაქციაში დღემდე ინახება.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბაზრობა მეწილეებმა დაიბრუნეს, თუმცა სანაცვლოდ 200 000 ლარი გადაიხადეს. სტადიონები და სკვერები ჯერ არ ჩანს.

ზეწოლა ”ინტელიგენციაზე”
მიხეილ ქარელმა 2004 წელს ინტერვიუ მოსცა ერთ-ერთ პატარა გაზეთს ”კალამს”, რომელიც განათლების სფეროში არსებულ რეფორმებთან დაკავშირებით იმ დროისთვის უფასოდ გამოიცემოდა. აღნიშნულ ინტერვიუში მიხეილ ქარელმა განაცხადა, რომ ”გორს ინტელიგენცია არ ჰყავსო. ერთადერთი მე სადაც ინტელიგენციას ვხედავ, ეს სკოლებიაო”... ამაზე იმ დროისათვის მწერლებმა და მსახიობებმა ხმა ამოიღეს და გააპროტესტეს კიდეც.

ვარძელაშვილმა კი ღიად სკოლის დირექტორებზე გაილაშქრა. ადგილობრივ გაზეთ ”ქართლის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ სჭირდება ისეთი სკოლის დირექტორი, რომელსაც ხელისუფლება არ უყვარს. ”ხელფასს იმიტომ ვუხდით, რომ ხელისუფლების ინტერესი გაატაროსო” - თქვა ვარძელაშვილმა ინტერვიუში. აღნიშნული ინტერვიუს აუდიო-ჩანაწერიც ინახება ”ქართლის ხმის” რედაქციაში.

ჟურნალისტებზე მონადირენი
ქარელი ჟურნალისტებს კატეგორიულად ვერ იტანდა. საუბარი გვაქვს კრიტიკულ ჟურნალისტებზე. ანალოგიურად ლადო ვარძელაშვილი იქცევა. თუკი მიხეილ ქარელი პირადად ჟურნალისტების შეურაცხყოფას ერიდებოდა, ამ მხრივ ლადო ვარძელაშვილმა და მისმა მოადგილემ თავი გამოიჩინეს. ისინი ღიად და აშკარად არ მორიდებიან ჟურნალისტზე თავდასხმას და მის შეურაცხყოფას.

ქარელის მმართველობის დროს დაიჭირეს ადგილობირვი რედაქტორი, თუმცა რედაქტორის დაპატიმრების ბრძანება მაშინდელმა შს მინისტრმა გასცა და არა ქარელმა. ქარელმა პირადად საკუთარი ხელებით ჩამოაგდო ჟურნალისტი ”ვილისიდან” ტალახში. თანაც მაშინ მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა - ჩამო, თორემ მოგი..ნავ!” - არ დაუმთავრებია გინება გუბერნატორს.

ამჟამინდელმა რწმუნებულმა და მისმა მოადგილემ სულ სართულ-სართულ იგინეს. ისეთი უწმაწური სიტყვები თქვეს ჟურნალისტის მისამართით, რომ მრავალეროვანი საქართველოს გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელს არინა თავაქარაშვილს მათი გამეორება უჭირს.

მიხეილ ქარელს პირადად არ უთქვია ჟურნალისტისთვის, გამგეობაში ვეღარ შემოხვალო, არამედ დაცვის ბიჭები ჰყავდა გაფრთხილებული. ამჟამინდელი გუბერნატორის მოადგილე ზურაბ ჩინჩილაკაშვილი კი ჟურნალისტის გამოძევების პროცესს პირადად ხელმძღვანელობდა.

ერთი სიტყვით, ხელისუფლებას მოუწევს გადახედოს საკუთარი წარმომადგენლების საქმიანობას რეგიონებში. იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყონ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ხელს უშლიან მათ

Просмотров: 1090 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz