დღეს დილით რუსი ოკუპანტების მიერ მძიმედ დაჭრილი ქართველი პოლიციელი რამდენიმე წუთის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ქართული პოლიცია რუს ოკუპანტებს დამნაშავეთა დასაკავებლად კარალეთში შეშვებას სთხოვს.
ინციდენტი დღეს დილით, 10:15 საათზე გორის რაიონის სოფელ კარალეთის შესასვლელთან მოხდა. აქ განლაგებული უკანონო რუსული პოსტიდან ქართული პოლიციის საგუშაგოსთვის ცეცხლის გახსნის შედეგად ქართველი პოლიციელი დაიჭრა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლი ახლომდებარე რუსული პოსტიდან გაიხსნა, რის შედეგადაც თავისა და ყელის არეში ქართველი პოლიციელი კახა ცოტნიაშვილი დაიჭრა. მძიმედ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ქართულ მხარეს საპასუხო ცეცხლი არ გაუხსნია.
|