Главная » 2008»სექტემბერი»10 » ამერიკის მეგობართა კლუბი აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხვალ "თბილისი მერიოტში" ანტიტერორისტულ აქციას გამართავს
ამერიკის მეგობართა კლუბი აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხვალ "თბილისი მერიოტში" ანტიტერორისტულ აქციას გამართავს
13:58
ამერიკის მეგობართა კლუბი აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხვალ "თბილისი მერიოტში" ანტიტერორისტულ აქციას გამართავს. ანტიტერორისტული აქცია სახელწოდებით “მშვიდობის ხე” 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ შემზარავ ტრაგედიას და ტერაქტის შედეგად დაღუპულ ათასობით ადამიანს ეძღვნება. "აქციის მიზანია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსოფლიოში საერთაშორისო მშვიდობისათვის წარმოებულ პროცესებში და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ქვეყნებს, რომლებიც ტერორიზმის მსხვერპლნი გახდნენ" – განუცხადა "პირველს" აშშ-ის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკადიშვილმა. აქციაში აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის პირველი პირები და ხელოვნების დარგში მოღვაწე ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. აქციის მსვლელობისას დარბაზში 11 სექტემბრის ტერაქტის ამსახველი ფოტომასალა იქნება გამოფენილი, ნაჩვენები იქნება 5 წთ-იანი ვიდეო-კლიპი და სპრეციალურად ამ ღონისძიებისათვის მეტალის კონსტრუქციისგან დამზადდება "მშვიდობის ხე", რომელზეც მოწვეულ სტუმრებს შეეძლებათ, სიმბოლურად შეაბან ლენტები ნიშნად იმისა, რომ უფრო ეფექტური და მოქნილი გავხადოთ საერთაშორისო მშვიდობისათვის და სტაბილურობისათვის გზების პოვნა.