შაბათი, 27.04.2024, 00:46
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 10 » რუსებმა სოფლები დაცალეს, მაგრამ ქალაქებიდან არ იძვრიან
რუსებმა სოფლები დაცალეს, მაგრამ ქალაქებიდან არ იძვრიან
13:20
რუსები წელისწყვეტით ტოვებენ საქართველოს. მართალია, ისინი მხოლოდ უომრად დაკავებული ტერიტორიებიდან გადიან და კონფლიქტური რეგიონებიდან ფეხის მოცვლასაც არ გეგმავენ. ამჯერად მხოლოდ ეს მიღწევა აღმოჩნდა ქართულ-ევროპულ-ამერიკული დიპლომატიის მაქსიმუმი. სარკოზიმ რუსებს ცეცხლი კი შეუნთო, თუმცა კრემლი მაინც არ ჩქარობს.

ყველაზე მთავარი სამხედრო პუნქტი რუსებს ფოთში აქვთ გახსნილი და, სარაუდოდ, ამ ქალაქს ისინი უკანასკნელ წუთამდე არ დატოვებენ. გავრცელებული ინფორმაცია, ფოთიდან რუსული სამხედროების გაყვანის თაობაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე ახვლედიანმა, არ დაადასტურა.

- “ფოთიდან რუსების გასვლის შესახებ ინფორმაცია არასწორია, უბრალოდ, რაღაცებს ცვლიან და ალაგებენ. გარკვეული სამზადისი შეიმჩნევა, მაგრამ თუ სხვა ადგილზე გადანაცვლებას აპირებენ, ამის თქმა, ჯერჯერობით, ადრეა. იგივე სიტუაცია შეიმჩნევა ჩხოროწყუს რაიონში მდეარე ბლოკ-პოსტებზე”, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ალექსანდრე ახვლედიანმა.

არადა, გავრცელდა იმედისმომცემი ინფომარცია, რომ ფოთიდან რუსებმა ორი სატვირთო ავტომანქანა და ორი ჯავშანტრანსპორტიორი გაიყვანეს. ეს ყველაფერი ნაბადის საგუშაგოსთან მოხდა, როცა რუსი ოკუპანტების “ურალის” მარკის ორმა სატვირთო ავტომანქანამ დატოვა პოსტი.

ფოთის მერის ვანო საღინაძის თქმით, სატრანსპორტო საშუალებები ტყვია-წამლით იყო დატვირთული. მე-7 კილომეტრზე დისლოცირებული საგუშაგოდან გავიდა ორი ჯავშანტრანსპორტიორიც. საღინაძის აზრით, ეს შეიძლება ჩათვალილიყო რუსების მიერ საქართველოდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანის ვალდებულების შესრულების მცდელობად, თუმცა მისი ოპტიმიზმი საფუძველსმოკლებული აღმოჩნდა.

ამ დროისთვის რუსების სამ უკანონო ბლოკ-საგუშაგოზე რჩება 20-მდე ჯავშანტრანსპორტიორი და 150-მდე ცოცხალი ძალა. საგუშაგოები არის ქალაქის შემოსასვლელში, ნაბადის ტერიტორიაზე და მესამე საგუშაგო ნაბადის ტერიტორიიდან ზღვის სანაპიროზე, დაახლოებით, 300 მეტრში, საიდანაც რუსები ცდილობენ პორტის აკვატორიის გაკონტროლებას. ფოთის აკვატორიაში ამჟამად დგას ამერიკული საფლაგმანო ხომალდი “მაუტ უიტნი”.

ფოთიდან გასვლისა არაფერი ეტყობათ, მაგრამ ზუგდიდის რაიონის სოფლებში, განმუხურსა და ხურჩაში ქართველმა სამართალდამცავებმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შესრულება დაიწყეს. სამწუხაროდ, მათი დაცვა და მხარდაჭერა უკვე აღარვის სჭირდება, რადგან გასაძარცვი, წასართმევი და გასაფუჭებელი უკვე გაძარცული, წართმეული და გაფუჭებულია.

მთავრობაში აცხადებენ, რომ განმუხურსა და ხურჩაში ქართული იურისდიქცია აღდგა. როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანი ამბობს, ქართულმა მხარემ წარმოყენა ულტიმატუმი, რომ ხურჩასა და განმუხურში უნდა შესულიყვნენ. შესაბამისად, ქართველი სამართალდამცვები სოფლებში ყოველგვარი პრობლემების გარეშე შევიდნენ.

რუსები ჩხოროწყუდანაც მიიზლაზნებიან. სოფელ ქვედა ჩხოროწყუში რუსები უკანონოდ გახსნილ ბლოკ-საგუშაგოს შლიან. რაიონის გამგებელის მერაბ შელიამ დაადასტურა, რომ რუსებმა გასვლისთვის სამზადისი დილიდან დაიწყეს. ისინი შლიან კარვებს და ერთ ადგილზე ხდება ჯავშანტექნიკის მობილიზებაც.

ჯერჯერობით სხვა მიმართულებით მოძრაობა არ შეინიშნება. ევროპა და საქართველოს მთავრობა იმედს არ კარგავენ, რომ ერთ კვირაში ეს პროცესი ბოლომდე დასრულდება.

Просмотров: 832 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz