Главная » 2008»სექტემბერი»10 » ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის თავმჯდომარეები 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული და დაუყოვნებლივი შესრულების აუცილებლობაზე საუბრო
ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის თავმჯდომარეები 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული და დაუყოვნებლივი შესრულების აუცილებლობაზე საუბრო
13:59
ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის თავმჯდომარეები კიდევ ერთხელ აფიქსირებენ 2008 წლის 12 აგვისტოს თბილისსა და მოსკოვში ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული და დაუყოვნებლივი შესრულების აუცილებლობას. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის თავმჯდომარეთა დეკლარაციაში, რომელსაც საქართველოს სააგრეო საქემთა სამინისტრო აქვეყნებს. ამასთან, დოკუმენტში ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის თავმჯდომარეები რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცალმხრივად აღიარების ფაქტს კიდევ ერთხელ უკიდურესად მკაცრ შეფასებას აძლევენ და კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამავდროულად ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის თავმჯდომარეები ევროკავშირის მხარდაჭერას გამოხატავენ ყველა იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით. ისინი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი მზდყოფნას გამოთქვამს, განალაგოს საერთაშორისო დამკვირვებლები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.