ევროკავშირის წინაშე რუსების მიერ დადებული პირობის მიუხედავად, საქართველოდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ, რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯარების გაორმაგებას აპირებს, - იუწყება ”ნიუსრუ”.
- ”ევროპელი დიპლომატების მიმართ ფორმალური დათმობების მიუხედავად, მოსკოვმა კვლავ მოახდინა დემონსტრირება, რომ აპირებს, რეგიონს კვლავ თავისი ნება უკარნახოს ”, - ასეთია საერთაშორისო პრესის დასკვნა.
- ”რუსეთი გეგმავს, არაღიარებულ რესპუბლიკებში სამხედრო ბაზები შექმნას. ასევე, შესაძლებელია, რომ შეეცადოს ევროპელების გამოყენება საქართველოს საზღვრების ხელახლა დასაკანონებლად. რუსეთი გეგმავს, თითქმის ორჯერ გაზარდოს სამხედრო კონტინგენტი სეპარატისტულ რეგიონებში”, - იუწყება გაზეთი The Washington Post.
- ”როგორც კი ნიკოლა სარკოზი წავიდა, რუსეთმა კვლავ გააგრძელა თავისი ”პაიკების” აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გადადგილება. რაც მთლიანობაში 7,6 ათასამდე რუს სამხედროს შეადგენს.”, წერს გაზეთი ლიბერატიონ.
The Washington Post : ”აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი დიკ ჩეინი, რომელიც ევროპაში ტურნეს განაგრძობს, კვლავაც საქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს. მან ცოტა ხნის წინ თბილისს მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარება შეთავაზა ”.
The Washington Post –ის ჟურნალისტი სვამს შეკითხვას, ”როდის მოასწრო საქართველომ აშშ-ს 51 შტატად გადაქცევა? 4-მილიონიან მოსახლეობას რატომ ეხმარებიან მილიარდი დოლარით?
”ამ დახმარებას ამერიკა კეთილი გულის გამო არ აგზავნის, საუბარია ცივ, გააზრებულ ნაბიჯზე, რომელიც პირდაპირ რუსეთის საწინააღმდეგოდ არის მიმართული”, - აღნიშნავს გაზეთი.
|