Главная » 2008»სექტემბერი»10 » ლაშა ჟვანია: "ევროკავშირის ასოცირებულ წევრობაზე შემოთავაზებას მალე საქართველოც მიიღებს"
ლაშა ჟვანია: "ევროკავშირის ასოცირებულ წევრობაზე შემოთავაზებას მალე საქართველოც მიიღებს"
13:59
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას აზრით, ევროკავშირის ასოცირებულ წევრობაზე შემოთავაზებას მალე საქართველოც მიიღებს. მსგავსი პროგნოზის გაკეთების საფუძველს ჟვანიას ის განცხადებები აძლევს, რომელიც ევროკავშირის ლიდერთა მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთდა. "საქართველო მიესალმება უკრაინის ევროკავშირში ასოცირებულ წევრად მიღებას" – განაცხადა ჟვანიამ და აქვე განმარტა, რომ "უკრაინამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი საქართველოზე ადრე დაიწყო და შესაბამისად, პირველი გახდა ევროკავშირის ასოცირებული წევრი". "უკრაინა ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მისი ნებისმიერი წარმატება საქართველოს წარმატებაც არის. ევროკავშირის ლიდერთა გადაწყვეტილება კი არის ნიშანი იმისა, რომ ევროკავშირის ასოცირებული წევრობის შემოთავაზებას საქართველოც მალე მიიღებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ჟვანიამ.