პარასკები, 19.04.2024, 07:13
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 10 » 11 სექტემბრის ტრაგედიიდან შვიდი წელი სრულდება
11 სექტემბრის ტრაგედიიდან შვიდი წელი სრულდება
21:39
11 სექტემბრის ტრაგედიიდან შვიდი წელი სრულდება. 2001 წლის 11 სექტემბერი ყველაზე ტრაგიკული დღეა აშშ-ის ისტორიაში. ამ ტრაგედიის დროს დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1973-ს შეადგენს, აქედან 24 ადამიანი დღემდე დაკარგულად ითვლება. 2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი  - ბოინგ-767 ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის ადგილობრივი დროით, 08:45 სთ-ზე შეეჯახა.  მის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის - 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი. აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავი საკმაოდ დიდი რაოდენობის ნავთობით იყო დატვირთული. შეჯახების მომენტში გაჩენილი ხანძრის შედეგად რამდენიმე წუთში ასეულობით ადამიანი დაიღუპა, ლიფტის შახტიდან გამოსული სიცხით კი ადამიანები ფოიეში უჰაერობის გამო იღუპებოდნენ. მეორე თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 09:03 სთ-ზე "ტყუპების" სახელით ცნობილი შენობების სამხრეთ ცათამბჯენს 77-ე და 81-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 56 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის - ეკიპაჟის 9 წევრი და 5 ტერორისტი. 09:59 სთ-ზე მცირე ინტერვალებით ორივე ცათამბჯენი მთლიანად ჩამოინგრა. მესამე გატაცებული თვითმფრინავი - ბოინგ-757 პენტაგონის მახლობლად ადგილობრივი დროით, 09:45 სთ-ზე ჩამოვარდა. დაიღუპა 184 ადამიანი, მათ შორის - 59 მგზავრი, 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 6 წევრი. მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის ტყეში, სამხრეთ-დასავლეთით,  პიტსბურგიდან 125 კილომეტრში ჩამოვარდა. დაიღუპა 37 მგზავრი, მათ შორის - 4 ტერორისტი და ეკიპაჟის 7 წევრი. როგორც ცნობილია, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პირველი ვადის პირველი პერიოდი ორ ნაწილად იყოფა - 11 სექტემბრამდე და 11 სექტემბრის შემდეგ. ტრაგიკულმა ტერორისტულმა თავდასხმებმა უზარმაზარი როლი შეასრულეს ბუშის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრაში. 2006 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი პროექტის - "თავისუფლების კოშკების" პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დანგრეული ცათამბჯენების ადგილზე უნდა აღიმართოს. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2012 წელს ეს შენობა ქვეყანაში ყველაზე მაღალი იქნება. შენობების სიმაღლე ანტენასთან ერთად 1776 ფუნქტი  (541 მეტრი)  იქნება, რაც სიმბოლურია, რადგან 1776 წელს ამერიკაში დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღეს. წინამორბედი პროექტი, რომელიც ტერაქტის ადგილზე ახალი ცათამბჯენის აგებას ითვალისწინებდა, ამავე სიმაღლის იყო, თუმცა ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურის ექსპერტებმა და ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა მისი გადახედვა და ტერაქტების გამო კონსტრუქციული თავისებურებების გათვალისწინება მოითხოვეს. ახალი ცათამბჯენი არქიტექტორ დევიდ ჩაილდსის მიერ არის დაპროექტებული. "თავისუფლების კოშკებს" განსაკუთრებული მინისგან ააგებენ. "თავისუფლების კოშკები" ნიუ-იორკის აღორძინების სიმბოლო გახდება.
Просмотров: 833 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz