სოხუმის ხელისუფლება აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მოქმედ გაეროს მისიას სახელის შეცვლისკენ მოუწოდებს.
საქართველოში გაეროს მისიის თანამშრომლებმა, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მსახურობენ, ან ორგანიზაციის სახელწოდება უნდა შეცვალონ, ან რესპუბლიკის ტერიტორია უნდა დატოვონ - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა.
მისივე თქმით, იგი ორი დღის განმავლობაში ესაუბრებოდა მისიის ხელმძღვანელობას და ეკითხებოდა, სად იმყოფებოდნენ ისინი აფხაზეთში, თუ საქართველოში
ვთხოვე მათ, დასვან საკითხი გაეროში: ან დარჩებიან ჩვენთან, ან ამ სახელის გათვალისწინებით, უნდა გადავიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, - განაცხადა ბაღაფშმა როსიისკაია გაზეტასთან ინტერვიუში და დასძინა, რომ ეს არის სერიოზული საკითხი, რომელიც ოპერატიულ გადაწყვეტას საჭიროებს
|