პარასკები, 29.03.2024, 04:19
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » სექტემბერი » 10 » აშშ-ის მიერ საქართველოსთვის 500 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტი უკვე კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშია
აშშ-ის მიერ საქართველოსთვის 500 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტი უკვე კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშია
13:55

აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტიდან საქართველოსთვის 500 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტი უკვე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშია.

ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის ევროპული უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის განცხადებაშია ნათქვამი.

კანონპროექტის ტექსტში აღნიშნულია, რომ ეს თანხა გამიზნულია საქართველოს ეკონომიკური აღორძინებისა და რეკონსტრუქციისთვის, ასევე ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, რაც ქვეყანას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ომის შედეგად კრიტიკულად მნიშვნელოვანი განადგურებული ინფრასტრუქტურისა და საშინაო და რეგიონული ვაჭრობის აღსადგენად სჭირდება

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოსთვის თანხის გამოყოფა რაც შეიძლება, სწრაფად - კანონპროექტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 180 დღისა უნდა მოხდეს.

როგორც კანონპროექტშია ნათქვამი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებთან უნდა ითანამშრომლონ, რათა განამტკიცონ და გააღრმავონ ვაჭრობა, ბიზნესი და ეკონომიკური კავშირი ამ ქვეყნებთან, მათ შორის - საქართველოს ფოთის პორტში თავისუფალი სავაჭრო ზონისა და ჩრდილოეთ ევროპის გაფართოებული პარტნიორობის მეშვეობით - ნათქვამია დოკუმენტში.

Просмотров: 777 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz