გაერთიანებულმა ოპოზიციამ შესაძლოა, ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვა ოფიციალურად მოითხოვოს.
როგორც გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, ”გამორიცხული არ არის, ოპოზიციის მიერ მომზადებულ ახალ დოკუმენტში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშნვის მოთხოვნები იქნას ჩაწერილი”.
მისივე თქმით, დღევანდელი თათბირის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივ დოკუმენტზე ჩამოყალიბებულიყო.
- ”შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა კრიზისის დაძლევის ერთიანი გეგმა შევიმუშავოთ. სავარაუდოდ, ორშაბათს ჩვენ შეთანხმებულ მოთხოვნებს გამოვაქვეყნებთ”, - განაცხადა კუკავამ.
შეგახსენებთ, რომ ”ახალი მემარჯვენეები” და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები ცალ-ცალკე დოკუმენტებს ამზადებდნენ, თუმცა ამჟამად უკვე ერთობლივ დოკუმენტზე მუშაობენ.
|