პარასკები, 26.04.2024, 21:59
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 10 » უკრაინული დახმარება მთავრობის ჯიბეშია
უკრაინული დახმარება მთავრობის ჯიბეშია
13:21
საერთაშორისო დახმარებები უკვე საქართველოს ბიუჯეტში ჩხრიალებს. პირველიად ლენტი მეგობარმა უკრაინელებმა გაჭრეს და საქართველოს მთავრობას ერთბაშად 10 მილიონი ანგარიშზე უკვე დაუსვეს.

ჩქარობენ ამერიკელებიც, თუმცა მათი მილიარდიანი დახმარებას ცოტა აგვიანდება. სამაგიერო, ისინი ფინანსების ნაწილს “ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” მეშვეობით გადმოისვრიან, რომელიც უკვე წამოწყებული 300-მილიონიანი პროექტის მიღმა, დამატებით პროექტებსაც განახორციელებს.

- “უკრაინა არის პირველი სახელმწიფო, რომლის დახმარებაც საქართველოს ანგარიშზე ჩაირიცხა”, - ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოში სტუმრად მყოფმა უკრაინის ვიცე-პრემიერმა გრიგორი ნემირიამ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გურგენიძეს შეხვდა. მან სწორედ გურგენიძისაგან გაიგო, რომ უკრაინის დახმარება პირველია, რომელიც საქართველოში გადმოირიცხა.

დახმარება შეადგენს, დაახლოებით, 10 მლნ დოლარს, რომელიც დევნილთა საცხოვრებელი სახლების აღდგენას მოხმარდება. ვიცე-პრემიერის განცხადებით, გურგენიძესთან საუბრისას ასევე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის საკითხი, რომელიც ძირითადად ეკონომიკური საკითხები იქნება განხილული.

უკრაინელი სტუმრის თქმით, უკრაინა საქართველოს გამოცდილებას გაუზიარებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე, ნემირიას განცხადებით, უკრაინამ ოდნავ წინ წაიწია ევროკავშირთან. ასევე მსჯელობა იქნება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებას მოხმარდება აშშ-ს “ათასწლეულის ფონდის” გამოყოფილი დამატებითი თანხა საქართველოში “ფონდი - ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს” (“ემ-სი-ჯი”) მიერ.

“ემ-სი-ჯის” აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბდუშელიშვილის თქმით, “ათასწლეულის ფონდის” დაფინანსებით საქართველოში 5 პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება 295,3 მლნ აშშ დოლარია. დამატებითი თანხა, რომლის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე არ სახელდება, იმ 1 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის პაკეტის ნაწილი იქნება, რომელსაც აშშ საქართველოსთვის გამოყოფს.

აბდუშელიშვილის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს იმ შესაძლო პროექტების განხილვა, რომლებსაც “ათასწლეულის ფონდი”დააფინანსებს.

დამატებითი თანხების გამოყოფის მიუხედავად, “ემ-სი-ჯის” პროგრამის განხორციელების ვადები არ გადაიდება. საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის მოქმედების ვადა 2011 წლის აპრილში იწურება.

აშშ-ს მიერ დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა საქართველოში, რუსეთთან კონფლიქტის გამო, არ შეფერხებულა. მიმდინარეობს გზის სამშენებლო სამუშაოები სამცხე-ჯავახეთში. არ არის გამორიცხული, აშშ-ს ათასწლეულის ფონდის მიერ გამოყოფილი დამატებითი თანხა სწორედ გზების მშენებლობას მოხმარდეს.

ევროკავშირი კი მხოლოდ ახლა ემზადება საქართველოსთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობისათვის, რომელსაც მალე ფინანსური მხარდაჭერა მოჰყვება.

ევროკომისიის თავმჯდომარის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, “ევროკავშირი საქართველოსთან ეკონომიკურ-პოლიტიკური თანამშრომლობის გაგრძელებასა და გაღრმავებას გეგმავს”.

- “საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი მომავალშიც ჰქონდეს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნისთვის როგორც ჰუმანიტარულ, ასევე პოლიტიკურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას. ამასთან, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამოქმედდეს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპები და სავიზო რეჟიმის გამარტივება”, - განაცხადა საქართველოში მყოფმა ბაროზომ.

Просмотров: 768 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz