იტალიური მასმედიის ინფორმაციით, დღეს დაგეგმილ იტალიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების მატჩისას ტერაქტის საშიშროებაა და ამიტომაც, ადგილობრივმა პოლიციამ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღო.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ტერაქტის საფრთხე საქართველო-რუსეთის კონფლიქტს უკავშირდება. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს კარაბინიერების გაძლიერებული რაზმები იცავენ.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იტალიის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს უდინეში უმასპინძლებს.
თამაში დღეს ქალაქ უდინეში თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება.
|