10 სექტემბერი. თბილისი. კავკასიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ყოველი ახალი ინფორმაციის მიღების შემდეგ აშშ-ის ადმინისტრაციის შეფასებები იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას ვესტი. რუ აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გამართული განხილვების ანალიზზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჰოვარდ ბერმანმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოქმედებებს საშინელი და უხეში შეცდომა უწოდა.
ამასთან, ვესტი.რუ-ს ცნობით, კონგრესის გუშინდელ მოსმენაზევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დანა რორბახერმა განაცხადა, რომ ამერიკულმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ შეირაღებული კონფლიქტი ქართულმა მხარემ დაიწყო.
რუსები მართლები არიან, ჩვენ არა. ეს ყველაფერი საქართველომ დაიწყო, რუსეთმა კი ბოლო მოუღო, - განაცხდა რორბახერმა.
გარდა ამისა, ვესტი.რუ-ს მტკიცებით, ტეხასელმა დემოკრატმა კონგრესმენმა შეილა ჯექსონ ლიმ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა. მან თეთრი სახლის მოქმედებებს ანტირუსული და აშშ-ის ინტერესებისთვის საზიანო უწოდა.
ჩვენი მეგობრები რუსეთში არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე მეგობრები საქართველოში. აუცილებლია ბალანსის მოძებნა, - აღნიშნა მან.
|