ოსმა სეპარატისტებმა ახალგორის რაიონს საბჭოთა კავშირისდროინდელი სახელწოდება ლენინგორის რაიონი დაარქვეს.
ახალგორის რაიონის მცხოვრებ თამუნა გიგაურის ცნობით პოლიციის ახალი უფროსი ილო ხუბულოვი რაიონში მოძრავი ავტობუსის მძღოლებს აიძულებს ტრაფარეტზე ახალგორის ნაცვლად ძველი სახელწოდება _ ლენინგორი დააწერონ. ტრაფარეტები ლენინგორის წარწერით რაიონში შესასვლელთანაც დგას. ახალგორში სისტემატურად შემოდის რუსული დამატებითი ძალები. გუშინ, ბრეზენტგადაფარებული 10 სამხედრო მანქანა შემოვიდა. მასში ჯარისკაცები ისხდნენ თუ იარაღი შეიტანეს, არავინ არ იცის. ოსებს და რუსებს დაკავებული აქვთ ყველა სტრატეგიულოი სიმაღლე და ძნელად მისადგომ ადგილებში ქართულ სპეცრაზმს დაეძებენ, _ განაცხადა ახალგორის რაიონის მცხოვრებმა თამუნა გიგაურმა.
|